Eng

გვეწვიეთ მწვანე გამოფენა-გაყიდვაზე "პრო ექსპო"

გამოქვეყნდა: 16.04.2019

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 21 და 22 აპრილს პროკრედიტ ბანკის ორგანიზებით მწვანე გამოფენა-გაყიდვა "პრო-ექსპო" გაიმართება.
გვეწვიეთ ალ.ყაზბეგის 21-ში და შეიძინეთ მხოლოდ ბიო, ორგანული და გარემოსადმი მეგობრული პროდუქცია ერთ სივრცეში, ამასთანავე მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია, თქვენთვის საჭირო ეკო თემებზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 30-მდე კომპანია, სხვადასხვა სფეროდან.


გელოდებით ყველას "პრო-ექსპო"-ზე,
გავხდეთ გარემოსადმი უფრო მეტად მეგობრულები!