Eng

გთხოვთ გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას!

გამოქვეყნდა: 10.04.2018

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ, რომ პროკრედიტ ბანკის სახელით სხვადასხვა ელ. ფოსტის მისამართებზე გაიგზავნა ე.წ. „ფიშინგზე“ მიმართული შეტყობინება, რომლის მიზანია თაღლითური გზით მესამე პირისათვის ხელმისაწვდომი გახდეს სენსიტიური, კონფიდენციალური საბანკო და/ან სადაგახდო ინფორმაცია. წერილი იტყობინება, რომ აუცილებელია კლიენტის ანგარიშის "განახლება" ან "გადამოწმება" ელექტრონულ ფოსტაში მოცემული ბმულის საშუალებით, რომელიც ყალბ ვებ–გვერდზე გადადის. ყალბ ვებ-გვერდზე შეყვანილი ნებისმიერი ინფორმაცია ხელმისაწვდომი ხდება თაღლითებისათვის, რომელსაც ისინი თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ.

გაცნობებთ, რომ პროკრედიტ ბანკს მოცემული შინაარსის შეტყობინება არ გაუგზავნია თქვენს ელ. ფოსტის მისამართზე. ასევე, "პროკრედიტ ბანკი" არასდროს მოითხოვს თქვენგან ელექტრონულ ფოსტაში ბმულზე დაწკაპუნებით ან ვებ–გვერდზე გადასვლის საშუალებით თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას.

გაფრთხილებთ, რომ არ მოახდინოთ მოცემულ შეტყობინებაში ბმულებზე გადასვლა და მოთხოვნილი ინფორმაციის დაფიქსირება!

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე დააფიქსირეთ ინფორმაცია შეტყობინებაში არსებულ ბმულებზე, გთხოვთ, დაუყონებლივ შეგვატყობინოთ ზარით (032) 2202222 ან მოგვწეროთ საფოსტო მისამართზე: infosec@procreditbank.ge შემდგომი რეაგირებისთვის.

  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შეიყვანეთ ინტერნეტ-ბანკინგის მომხმარებელი და პაროლი, გთხოვთ, დაუყონებლივ გამოცვალოთ ინტერნეტ-ბანკინგის პაროლი სხვა კომპიუტერის მეშვეობით.
  • იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დააფიქსირეთ პლასტიკური ბარათის მონაცემები, გთხოვთ, დაუყონებლივ დაბლოკოთ აღნიშნული პლასტიკური ბარათი.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ბანკი არასდროს მოგწერთ ელექტრონულ ფოსტას თქვენი პაროლის ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ინტერნეტ-ბანკინგის საწყის გვერდზე არსებულ ინფორმაციას „ფიშინგის“ შესახებ.