Eng

დარეგისტრირდით ვებინარზე „გლობალურ ბაზრებზე წვდომა: ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები“

გამოქვეყნდა: 9.10.2026


21 ოქტომბერს, პროკრედიტ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ მორიგ ვებინარზე - „გლობალურ ბაზრებზე წვდომა: ახალი საერთაშორისო შესაძლებლობები“

ვებინარი გაიმართება BME-სთან ერთად (Bundesverband Materialwirtschaft, Einkauf und Logistik e.V.), რომელიც გერმანიის წამყვანი ასოციაციაა შესყიდვების, მიწოდების ჯაჭვის მართვისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ფართო პროფესიული ქსელისა და ბიზნეს ღონისძიებების საშუალებით, BME მომწოდებლებს შემსყიდველებთან აკავშირებს და კომპანიებს თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება.

ვებინარზე გაიგებთ:
· როგორ არჩევენ და აფასებენ შესყიდვების გუნდები მომწოდებლებს
· რა შესაძლებლობებსა და თანამშრომლობის სტანდარტებს ელიან საერთაშორისო შემსყიდველები
· რა უნდა იცოდნენ მომწოდებლებმა ახალი პროდუქტების შესყიდვის პროცესის შესახებ
· როგორ დაგეხმარებათ BME-ის ქსელი და ბიზნესკავშირების ფორმატები ახალი პარტნიორების მოძიებაში

თარიღი: 21 ოქტომბერი, 2026
დრო: 15:00 CEST (17:00 საქართველოს დროით)
ფორმატი: ონლაინ ვებინარი
სემინარის ენა: ინგლისური

ვებინარზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.cloud.microsoft/e/9zBShL9pZR

გელოდებით ვებინარზე!