Eng

ეკონომიკური საქმიანობა - მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად

გამოქვეყნდა: 30.06.2019

პასუხისმგებლიანი საბანკო საქმიანობა პროკრედიტ ბანკის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია და ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია ფინანსურ უწყისებთან ერთად ქვეყნდება პუბლიკაცია - პროკრედიტ ჯგუფის ზემოქმედების ანგარიში, სადაც შეჯამებულია კომპანიის კორპორატიული, სოციალურ-ეთიკური, გარემოსდაცვითი მიზნები და მიღწევები.

ანგარიში მოიცავს პროკრედიტ ჯგუფის წარმატებულ გამოცდილებას, რომლის საფუძველს ეკონომიკის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს მოდელი, კლიენტებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება და კვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდი წარმოადგენს.

პროკრედიტ ჯგუფის 2018 წლის პუბლიკაციაში ხაზგასმულია ინსტიტუტის მიზნების თანხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) მიერ 2015 წელს შემუშავებულ მდგრადი განვითარების ამოცანებთან ეკონომიკური ზრდის, სოციალური ინკლუზიისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.

იხილეთ საინფორმაციო ბროშურაში მოცემული 2018 წლის ზემოქმედების ანგარიშის მოკლე მიმოხილვა.