Eng

თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტ ბანკინგი პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!

გამოქვეყნდა: 3.12.2020

დღეიდან, პროკრედიტ ბანკი მოხმარებელს ახალი ინტერნეტ ბანკინგის მომსახურებას სთავაზობს. სისტემას, რომელიც გესაუბრება და მარტივი ფუნქციონალებითა და ადაპტირებული მოდულებით, უფრო კომფორტულს ხდის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულებას.

ონლაინ გარემო აგებულია თანამედროვე დიზაინის პრინციპებზე და ინტეგრირებულია საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებთან. პროექტის კონცეფცია და ვიზუალი უკრაინულ კომპანია „არტკაისთან“ ერთად შემუშავდა. რომელსაც დისტანციური პროდუქტების შექმნისა და განვითარების მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.

დანერგვის პირველ ეტაპზე მომხმარებლებისთვის ხელმოსაწვდომია ყველა ის ძირითადი სერვისი, რაც ყოველდღიურ საბანკო მოთხოვნებს აკმაყოფილებს: ანგარიშების და პირადი მონაცემების მართვა, ძლიერი ავთენტიფიკაციის სერვისის გააქტიურება, გადარიცხვები და კონვერტაციები, კომუნალური გადახდების ერთობლივად შესრულება ერთი კლიკით, სრულიად განახლებული ტრანზაქციების გვერდი, ანაბრის გახსნა ფიზიკური პირებისთვის, ვალუტის კალკულატორი, საბანკო ინფორმაციის ნახვა

პროდუქტის განვითარება გაგრძელდება და ეტაპობრივად ახალი ფუქნციონალები დაემატება, რაც მომხმარებლების მოთხოვნასა და საჭიროებას უპასუხებს და ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს ციფრული ბანკინგის სრულყოფის მიზნით.

ახალი ბანკინგით სარგებლობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, არსებული მოხმარებლით და პაროლით შუეძლიათ მისამართიდან https://online.procreditbank.ge/New

გადმოდი ახალ ინტერნეტ ბანკინგში, გახდი პროკრედიტ ბანკის მომხმარებელი და ისარგებლე გერმანული ბანკის უპირატესობით!