მეწარმეთა შესახებ კანონის ცვლილება
01.04.2026 წლიდან ძალაში შედის მეწარმეთა შესახებ კანონის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ყველა იურიდიული პირი ვალდებულია სადამფუძნებლო დოკუმენტაცია (წესდება, სადამფუძნებლო შეთანხმება) ქონდეს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანილი. ხოლო, ვისაც არ ექნება, შეუჩერდება რეგისტრაცია და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი აღარ გაიცემა.
რეგისტრაციის შეჩერება ნიშნავს: კომპანიის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების უფლებამოსილების შეზღუდვას, ქონების განკარგვის, საგადასახადო ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული კომპანიები ვალდებულნი არიან სარეგისტრაციო მონაცემები (მათ შორის, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია) შესაბამისობაში მოიყვანონ ახალ მეწარმეთა შესახებ კანონთან 2026 წლის 1 აპრილამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიას ეკრძალება საბანკო ანგარიშის მართვა, ახალი ანგარიშის გახსნა, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა, კრედიტის აღება.