მნიშვნელოვანი ინფორმაცია საერთაშორისო ჩარიცხვა-გადარიცხვებთან დაკავშირებით
გაცნობებთ რომ პროკრედიტ ბანკი ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო ჩარიცხვა-გადარიცხვების გაძლიერებულ მონიტორინგს რათა უზრუნველყოს სრული შესაბამისობა როგორც რუსეთის და ბელარუსის აგრეთვე ირანის მიმართ მოქმედ საერთაშორისო სანქციებთან, მათ შორის OFAC, ევროკავშირი (EU), დიდი ბრიტანეთი (UK) და გაეროს (UN) სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ შეზღუდვებთან.
სანქციათა რეჟიმების განახლებების/ცვლილებების გათვალისწინებით პროკრედიტ ბანკიც აახლებს საერთაშიროსო სავალუტო ჩარიცხვა-გადარიცხვების კონტროლთან დაკავშირებულ პროცედურებს რათა გამოირიცხოს სანქცირებული სუბიექტის მონაწილეობა შესრულებულ ოპერაციაში ან არ შესრულდეს ისეთი ტრანზაქცია რომელიც ხელს შეუწყობს რუსული სამხედრო-სამრეწველო სექტორის გაძლიერებას. არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის იმპორტი, ექსპორტი ან რეექსპორტი რუსეთსა და ბელორუსში, აგრეთვე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა მესამე ქვეყნის გამოყენებით.
ბანკი პარალელურად აგრძელებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ დაწესებული სანქციების დაცვას რათა გამოირიცხოს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, მათ შორის ისეთი ტრანზაქციების, რომელიც ტვირთის ირანის გავლით ტრანსპორტირებას, ირანული წარმოშობის პროდუქციის იმპორტს ან ირანელ კონტრაგენტთან გადახდებს უკავშირდება. აკრძალვები ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ირანთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა სხვა ქვეყნების გამოყენებით ხდება.
საერთაშორისო სავალუტო ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციის დეტალურად შესწავლის მიზნით ბანკი იტოვებს უფლებას შეაჩეროს ტრანზაქცია და გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია როგორც უშუალოდ ტრანზაქციის შესრულების მომენტში, აგრეთვე უკვე შესრულებულ ტრანზაქციებზეც. ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის არ წარმოდგენის ან არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში ტრანზაქცია არ შესრულდება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალულია ისეთი ტრანზქციის შესრულება რომელიც ეწინააღმდეგება სანქციებით გათვალისწინებულ შეზღუდვებს ან ხელს უწყობს დაწესებული შეზღუდვების თავიდან არიდებას. მსგავსი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი იტოვებს უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობა.
საერთაშორისო გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, საჭიროა, ბანკს მიაწოდოთ დანართით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. იხილეთ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა
წესი ამოქმედდება 2024 წლის 2 სექტემბრიდან.