Eng

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სავალუტო გადარიცხვების შესახებ

გამოქვეყნდა: 6.12.2022

გაცნობებთ, რომ საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით აკრძალულია ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული ტრანზაქციების შესრულება, მათ შორის ისეთი ტრანზაქციების, რომელიც ტვირთის ირანის გავლით ტრანსპორტირებას, ირანული წარმოშობის პროდუქციის იმპორტს ან ირანელ კონტრაჰენტთან გადახდებს უკავშირდება.

აკრძალვები ასევე ვრცელდება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ირანთან დაკავშირებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლა სხვა ქვეყნების გამოყენებით ხდება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სს „პროკრედიტ ბანკში“ აკრძალულია ზემოთხსენებული ტრანზაქციების შესრულება და მსგავსი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი იტოვებს უფლებას, წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვიტოს მომხმარებელთან საქმიანი ურთიერთობა.

იმ შემთხვევაში თუ გადარიცხვა ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ჩინეთი (СN), სინგაპური (SG), ინდოეთი (IN), ჰონგ-კონგი (HK), ერაყი (IQ), პაკისტანი (PK), მალაიზია (MY), ინდონეზია (ID), ფილიპინები (PH), სამხრეთ კორეა (KR), ტაივანი (TW), არაბთა გაერთიანებული საამიროები (AE), თურქეთი (TR), აზერბაიჯანი (AZ), სომხეთი (AM), საერთაშორისო გადარიცხვების შეუფერხებლად განხორციელებისთვის, საჭიროა, ბანკს მიაწოდოთ დანართით გათვალისწინებული დოკუმენტაცია გადამხდელი პირის, გადახდის ფორმის და თანხის მიმღები ქვეყნის შესაბამისად. იხ.: წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

წესი ამოქმედდება 2022 წლის 10 დეკემბრიდან.