პროკრედიტისთვის წლის პირველი ნახევარი სესხების ძლიერი ზრდით და კარგი მომგებიანობით დასრულდა
- საკრედიტო პორტფელი 6.9%-ით გაიზარდა, ყველა სეგმენტიდან შესაბამისი წვლილით
- ანაბრები 4.1%-ით გაიზარდა; ფიზიკური პირები წამყვანი ფაქტორია
- მომხმარებელთა რაოდენობა 5.0%-ით გაიზარდა, რაც კარგი შედეგია ჯგუფის ზრდის ტრაექტორიაში
- ბიზნესი სწრაფი ტემპით იზრდება ბოლო წლებში გაწეული სამუშაოების წყალობით
- მომგებიანობა იზრდება კაპიტალზე 11.6%-იანი უკუგებით
- ფინანსური შედეგი 57.6 მლნ ევროს შეადგენს +14.6%-ით გაზრდილი საოპერაციო შემოსავალის და 18 საბაზისო პუნქტიანი დაბალი რისკის ღირებულების წყალობით.
- ნახევარი წლის შედეგის 1/3 (დაახლოებით 0,33 ევრო თითო აქციაზე) მომავალი წლის დივიდენდების მიზნებისთვის დაირიცხა და კომფორტულ 14,3%-იან CET1 კოეფიციენტში აისახა.
მაინის ფრანკფურტი, 2024 წლის 14 აგვისტო - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, 2024 წლის პირველ ნახევარში მკვეთრი ზრდა აჩვენა და 57.6 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური შედეგი აჩვენა, რაც შეესაბამება კაპიტალზე 11.6%-იან უკუგებას. საკრედიტო პორტფელი 429 მილიონი ევროთი ან 6.9%-ით გაიზარდა ყველა სეგმენტში და ყველა პროკრედიტ ბანკში, უკრაინის გარდა. ანაბრებიც, ანალოგიურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 295 მილიონი ევრო ან 4.1% შეადგინა. ფიზიკური პირების ანაბრები 8%-ზე მეტით გაიზარდა. კაპიტალიზაციის დონე კომფორტულ ნიშნულზე დარჩა, რადგან ჯგუფის CET1 კოეფიციენტმა 14.3% შეადგინა, ხოლო მთლიანი კაპიტალის კოეფიციენტმა 17.7% შეადგინა 2024 წლის ივნისის მდგომარეობით. ეს უკანასკნელი ასევე ასახავს მეორე დონის მწვანე ობლიგაციების (Green Tier 2 Bond) წარმატებულ განთავსებას მეორე კვარტალში. უმთავრესია აღინიშნოს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ჯგუფის წარმატებული მაჩვენებლები ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შედეგია.
დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰუბერტ შპეხტენჰაუზერი: „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ნახევარ წელიწადში ჩვენი ბიზნესის განვითარებით და დიდ სტიმულს გვაძლევს ის ფაქტი, რომ შევძელით ყველა იმ სტრატეგიული პრიორიტეტის შესრულება, რომელიც “კაპიტალის ბაზრის დღეს” დავსახეთ 2024 წლის მარტში. ზრდის კატალიზატორებში ინვესტიციები წარმატებით მიმდინარეობს და ჩვენი სესხების ზრდის დაახლოებით 60% დაბალი მოცულობის სეგმენტებშია მიღწეული. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩვენი პატარა ბანკის სესხების ზრდის ტემპი 10%-იან ნიშნულს ბევრად აღემატება, რაც მათ დაეხმარება კრიტიკულად მნიშვნელოვან და მასშტაბურ შედეგებს მიაღწიონ უახლოეს მომავალში. და ბოლოს, თითქმის ყველა ახალი ანაბარი უაღრესად დეტალიზირებული კერძო კლიენტების ბაზიდან მოდის. ეს შედეგები აჩვენებს, რომ ძალიან კარგ გზაზე ვდგავართ, რაც ბუღალტრული ბალანსის ტრანსფორმაციამდე, რაზეც ვალდებულება გვაქვს აღებული, ასევე ამ სტრატეგიიდან გამომდინარე ჯგუფის საშუალოვადიანი მიზნების მიღწევამდე მიგვიყვანს.”
გასულ წლებში ჩაყრილი საფუძველი, რაც ბიზნესის მკვეთრი ზრდის შესაძლებლობას ქმნის
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჯგუფმა საფუძველი ჩაუყარა 2024 წლის პირველ ნახევარში ბიზნესის თვალშისაცემ განვითარებას. კერძოდ, პროკრედიტ ბანკების ჯგუფის ყველაზე წარმატებულ 2023 წელს მეორე დონის მწვანე ობლიგაციების (Green Tier 2 Bond) განთავსებამ და ძალიან ეფექტური სადეპოზიტო სტრატეგიის განხორციელებამ ჯგუფს ზრდის ტრაექტორიის გაგრძელების საშუალება მისცა.
წლის პირველ ნახევარში საკრედიტო პორტფელი 429 მლნ ევროთი ან 6.9%-ით გაიზარდა (2023 წლის პირველი ნახევარი: 0.8%), რაც რეგიონში კეთილსაიმედო საინვესტიციო გარემოს, ასევე სტრატეგიული ღონისძიებების უწყვეტ განხორციელებას ასახავს, მომავალ წლებში ზრდის მძლავრი ტემპების უზრუნველსაყოფად. ანალოგიურად, ანაბრებმა კარგი 295 მლნ ევროს ან 4.1%-იანი ზრდა აჩვენა (2023 წლის I ნახევარი: 2.7%). ეს ზრდა განსაკუთრებით კერძო კლიენტებიდან მოდის, რომლებიც ჯგუფის სადეპოზიტო სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. წინა წლის პერიოდთან შედარებით, ანაბრების სესხებთან თანაფარდობის კოეფიციენტი დაახლოებით 8.5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 113.4%-იან კარგ მაჩვენებელს მიაღწია (2023 წლის I ნახევარი: 104.9%).
კარგი ფინანსური შედეგი ზრდის კატალიზატორებში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მიუხედავად ჯგუფის საოპერაციო შემოსავალი 14.6%-ით ან 27.9 მილიონი ევროთი გაიზარდა, რაც ძირითადად შედარებით მაღალი წმინდა საპროცენტო შემოსავლის შედეგია. წმინდა საპროცენტო შემოსავალი 24.9 მლნ ევროთი ან 16.0%-ით გაიზარდა და 180.6 მლნ ევრო შეადგინა (2023 წლის პირველი ნახევარი: 155.7 მლნ ევრო), ხოლო წმინდა საპროცენტო მარჟა დაახლოებით 16 საბაზისო პუნქტით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 3.6% შეადგინა.
წმინდა საკომისიო შემოსავალი ოდნავ 1.6%-ით გაიზარდა და 29.3 მლნ ევრო შეადგინა (2023 წლის პირველი ნახევარი: 28.9 მლნ ევრო). სხვა შემოსავლებმა 9.8 მილიონი ევროს ოდენობით (2023 წლის 1 ნახევარი: 7.2 მილიონი ევრო) დაახლოებით 2.6 მილიონი ევროთი მეტი წვლილი შეიტანა ჯგუფის შედეგებში, 2023 წლის პირველი ნახევრის მონაცემებთან შედარებით, უმეტესად უფრო მაღალი სავალუტო შემოსავლის გამო.
საკადრო და ადმინისტრაციული ხარჯები 26.3 მლნ ევროთი გაიზარდა, რის შედეგადაც ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტი 4.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 64.1% შეადგინა (2023 წლის I ნახევარი: 59.7%). ამ პერიოდის განმავლობაში ხარჯების ზრდა ძირითადად ზრდის კატალიზატორებში მნიშვნელოვან ინვესტიციებს უკავშირდება, ჯგუფის განახლებული ბიზნეს სტრატეგიის შესაბამისად. კერძოდ, გაზრდილმა პერსონალმა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში და მარკეტინგში უწყვეტმა ინვესტიციებმა ხელი შეუწყო ამ მიმართულებით ზრდას. ამ სტრატეგიული ინვესტიციების გარდა, მეორე კვარტალში დაფიქსირდა სეზონური ხარჯები, განსაკუთრებით ადგილობრივ ანაბრების დაზღვევის ფონდებთან დაკავშირებით.
სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვებმა წლის პირველ ნახევარში 5.7 მილიონი ევრო შეადგინა (2023 წლის პირველი ნახევარი: 0.5 მილიონი ევრო), რაც 18 საბაზისო პუნქტის ოდენობის რისკის წლიურ ღირებულებას შეესაბამება. უკრაინაში 4,8 მილიონი ევროს სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვები აღირიცხა, რაც ჯგუფის სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვების უმეტეს ნაწილს წარმოადგენს. მე-3 ეტაპის სესხების წილი ჯგუფის დონეზე კვლავ მცირედ შემცირდა წლის დასაწყისიდან და 2.5% შეადგინა.
კაპიტალიზაციის კომფორტული დონეები ხელს უწყობს ჯგუფის საშუალოვადიან ზრდასთან დაკავშირებულ ამბიციებს 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, ჯგუფის კაპიტალიზაციის დონეები კომფორტულ მაჩვენებლებზე დგას, 14.3%-იანი CET1 კოეფიციენტით და 17.7%-იანი მთლიანი კაპიტალის კოეფიციენტით. 2024 წლის ივნისის მდგომარეობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის პირველ ნახევარში მოგება აღიარებულია მარეგულირებელ კაპიტალად, 1/3 დივიდენდის დარიცხვის გარეშე, ჯგუფის დივიდენდების პოლიტიკის შესაბამისად.
მეორე კვარტალში პროკრედიტ ჰოლდინგმა 125 მილიონი ევროს ოდენობის მწვანე მე-2 დონის სუბორდინირებული ობლიგაციების წარმატებით განთავსება დაასრულა. ტრანზაქციამ ჯგუფის მთლიან კაპიტალის კოეფიციენტში დაახლოებით 2 პროცენტული პუნქტი შემატა. მთლიანობაში, ეს კომფორტული კაპიტალიზაციის დონეები ხელს უწყობს ჯგუფის საშუალოვადიან ზრდასთან დაკავშირებული ამბიციური მიზნების მიღწევას, რაც გულისხმობს, რომ საკრედიტო პორტფელი 10 მილიარდ ევროს უნდა აღმატებოდეს.
ზრდის ძლიერი იმპულსი ჯგუფს მთელი 2024 წლის განმავლობაში განვითარების სწორ გზაზე აყენებს წარმატებული ბიზნესის წარმოებით და წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული კარგი ფინანსური შედეგით, ჯგუფი 2024 წელს განვითარების სწორ გზაზე დგას.
ფინანსური წლისთვის დირექტორთა საბჭო საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 10%-იან ზრდას ელის, რაც დაკორექტირდება სავალუტო კურსის ცვლილებების შესაბამისად. მოსალოდნელია, რომ კაპიტალზე უკუგება დაახლოებით 10-12% იქნება, რისკის ღირებულების 40 საბაზისო პუნქტამდე დაკვირვებით შეფასების საფუძველზე. ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა სავარაუდოდ 63% იქნება (პლუს/მინუს 1 პროცენტული პუნქტი), რაც ოდნავ შემცირებულ წმინდა საპროცენტო მარჟას და წინა წლებთან შედარებით გაზრდილ ინვესტიციებს ითვალისწინებს. ჯგუფის CET1 კოეფიციენტი სავარაუდოდ 13%-ზე მეტი იქნება, დაახლოებით 9%-იანი ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტით.
პროკრედიტ ჯგუფის 2024 წლის 30 ივნისის ჯგუფის მენეჯმენტის შუალედური ანგარიში დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში, მისამართზე: https://www.procredit-holding.com/en/investor-relations/reports-publications/financial-reports. პროკრედიტ ჰოლდინგის ფინანსური კალენდარი იხილეთ მისამართზე: https://www.procredit-holding.com/investor-relations/financial-calendar.
2024 წლის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამება:
მილიონი ევრო | |||
---|---|---|---|
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება | 30.06.2024 | 31.12.2023 | ცვლილება |
საკრედიტო პორტფელი | 6,656.0 | 6,226.5 | 429.5 |
ანაბრები | 7,549.0 | 7,254.2 | 294.8 |
მოგება-ზარალის ანგარიშგება | 1.1.-30.6.2024 | 1.1.-30.6.2023 | ცვლილება |
---|---|---|---|
წმინდა საპროცენტო შემოსავალი | 180.6 | 155.7 | 24.9 |
წმინდა საკომისიო შემოსავალი | 29.3 | 28.9 | 0.5 |
საოპერაციო შემოსავალი | 219.7 | 191.8 | 27.9 |
პერსონალის და ადმინისტრაციული ხარჯები | 140.8 | 114.5 | 26.3 |
სესხებზე შესაძლო დანაკარგების რეზერვი | 5.7 | 0.5 | 5.2 |
მოგება მითითებულ პერიოდში | 57.6 | 64.1 | -6.5 |
ძირითადი მაჩვენებლები | 1.1.-30.6.2024 | 1.1.-30.6.2023 | ცვლილება |
---|---|---|---|
საკრედიტო პორტფელში ცვლილება | 6.9% | 0.8% | 6.1 pp |
ხარჯების შემოსავალთან თანაფარდობის კოეფიციენტი | 64.1% | 59.7% | 4.4 pp |
კაპიტალზე უკუგება (წლიური) | 11.6% | 14.2% | -2.6 pp |
30.06.2024 | 31.12.2023 | ცვლილება | |
---|---|---|---|
CET1 კოეფიციენტი (სრულად დატვირთული) | 14.3% | 14.3% | 0.0 pp |
დამატებითი მაჩვენებლები | 30.06.2024 | 31.12.2023 | ცვლილება |
---|---|---|---|
ანაბრების საკრედიტო პროტფელთან თანაფარდობა | 113.4% | 116.5% | -3.1 pp |
წმინდა საპროცენტო მარჟა (წლიური) | 3.6% | 3.6% | 0.0 pp |
რისკის ხარჯები (წლიური) | 18 bp | 25 bp | -7 bp |
ვადაგადაცილებული სესხების წილი | 2.5% | 2.7% | -0.2 pp |
მე-3 ეტაპის სესხების დაფარვის კოეფიციენტი | 55.6% | 57.6% | -2.0 pp |
მწვანე სესხების პორტფელი (მილიონი ევრო) | 1,310.1 | 1,268.3 | 3.3% |
საკონტაქტო პირი:
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com
პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest GmbH & Co KG (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), KfW, Dutch DOEN Participaties BV და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი. გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://www.procredit-holding.com/.
საპროგნოზო განცხადებები
წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.