Eng

პროკრედიტის ზემოქმედების ანგარიში 2022

გამოქვეყნდა: 6.04.2023

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 23 მარტი - პროკრედიტ ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ოპერირებს, თავის საქმიანობას აფასებს არა მხოლოდ კლიენტების საჭიროებებისა და მომგებიანობის კუთხით, არამედ იმ თვალსაზრისითაც, თუ რა ზეგავლენა შეიძლება ქონდეს ამ საქმიანობას საზოგადოებასა და გარემოზე. ჯგუფი იღებს ვალდებულებას, რომ უწყვეტად განახორციელოს რეპორტინგი გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობისა და კორპორატიული მმართველობის (ESG) ძირითადი შედეგებისა და ინიციატივების შესახებ, გლობალური ანგარიშგების ინიციატივებით დადგენილი (GRI) სტანდარტების შესაბამისად. აღნიშნული სტანდარტების დაცვასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მხარდაჭერასთან ერთად, 2022 წლის ზემოქმედების ანგარიშის პაკეტის მომზადებისას ასევე გათვალისწინებულია სხვა ისეთი ნებაყოფლობითი ინიციატივებიც, როგორიც არის გაეროს გლობალური შეთანხმება, პასუხისმგებელი საბანკო საქმიანობის პრინციპები (UNEP-FI) და პარტნიორობა ნახშირბადის ემისიების აღრიცხვის ფინანსური ანგარიშგებისთვის (PCAF). პროკრედიტ ჯგუფი, აღნიშნული ანგარიშგების პაკეტის ფარგლებში, აქცენტს აკეთებს მდგრადობის ყოვლისმომცველი სტრატეგიის განხორციელების პროცესში არსებულ მნიშვნელოვან და საყურადღებო ეტაპებზე.

რელიზს სრულად გაეცნობით ბმულზე

მიმაგრებული ფაილები: