Eng

პროკრედიტმა ნახევარწლიანი წარმატებული შედეგი და კაპიტალის 14.2%-იანი რენტაბელობა აჩვენა; მზის ელექტროსადგური ProEnergy ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევაში

გამოქვეყნდა: 17.08.2023
  • 2023 წლის პირველ ნახევარში 64.1 მლნ ევროს შედეგი კაპიტალის 14.2%-იანი რენტაბელობის შესაბამისია, რაც ჯგუფის საშუალოვადიან ორიენტირებს უსვამს ხაზს.
  • წმინდა საპროცენტო მარჟა კვლავ პოზიტიურად ვითარდება და 3.5%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 40 საბაზისო პუნქტით მეტია წინა წლის ბოლოს დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით.
  • ერთჯერადი შედეგებისთვის დაკორექტირებული ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა 58.3%-მდე გაუმჯობესდა.
  • რისკის ღირებულება დაბალ დონეზეა ორი საბაზისო პუნქტით, სესხების პორტფელის სტაბილური ხარისხის საფუძველზე.
  • დეპოზიტები 2.7%-ით, ხოლო სესხები 0.8%-ით გაიზარდა განსაკუთრებით მეორე კვარტალში, ზრდის დადებითი დინამიკით.
  • ჯგუფმა 3 მგვტ ფოტოელექტრული სიმძლავრის მზის ელექტროსადგური ProEnergy გახსნა კოსოვოში, რომლითაც გეგმავს საკუთარი ემისიების თითქმის მთლიანად დაბალანსებას.
  • სამართლებრივი ფორმის საფონდო კორპორაციად (AG) გადაქცევა, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში დასრულდება.

მაინის ფრანკფურტი, 2023 წლის 14 აგვისტო - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, 64.1 მლნ ევროს წარმატებული ფინანსური შედეგი აჩვენა 2023 წლის პირველ ნახევარში. კაპიტალის რენტაბელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 14.2%-მდე, რაც ჯგუფის საშუალოვადიან ორიენტირებს უსვამს ხაზს. ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტი უმნიშვნელო 0,4 პროცენტული პუნქტით 59,7%-მდე გაუმჯობესდა და ერთჯერადი შედეგების მიზნით 58.3%-მდე დაკორექტირდა. შედეგები ძირითადად განპირობებულია წმინდა საპროცენტო მარჟის მუდმივად დადებითი დინამიკით, ასევე საკრედიტო რისკის სტაბილური ინდიკატორებით, რამაც რისკის საერთო ღირებულება ორი საბაზისო პუნქტით შეამცირა. გარემოს დაცვისა და მმართველობის სფეროებში პროკრედიტ ჯგუფი ასევე მნიშვნელოვან ეტაპებზე გადავიდა მითითებულ პერიოდში. ჯგუფის საკუთარი მზის ელექტროსადგურის ProEnergy გახსნა კოსოვოში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო CO2-ის განეიტრალების თვალსაზრისით. ყოველწლიურ საერთო კრებაზე სამართლებრივი ფორმის საფონდო კორპორაციად (AG) გარდაქმნის დამტკიცების შემდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და სამართლებრივი ფორმის გარდაქმნა, სავარაუდოდ, 2023 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

სესხების პორტფელი წლის პირველ ნახევარში 48 მლნ ევროთი ან 0.8%-ით გაიზარდა (2022 წლის I ნახევარი: 6.2%). მხოლოდ მეორე კვარტალში ჰქონდა ადგილი 95 მლნ ევროს ან 1.6%-იან ზრდას. დეპოზიტები 169 მლნ ევროთი ან 2.7%-ით გაიზარდა (2022 წლის I ნახევარი: 3.6%), რაც განსაკუთრებით კერძო კლიენტებით არის განპირობებული. წინა წლის პერიოდთან შედარებით, დეპოზიტების სესხების პორტფელთან თანაფარდობა 13,7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 104,9%-ს შეადგენს, რაც კარგი მაჩვენებელია (2022 წლის I ნახევარი: 91,2%). CET1 კოეფიციენტმა მეორე კვარტლის ბოლოს 14.2% შეადგინა. 2022 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, ზრდა ნაწილობრივ განპირობებულია რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების (RWA) ეფექტურობის შემდგომი ზრდით.

მნიშვნელოვნად მაღალი ფინანსური შედეგი ხაზს უსვამს ჯგუფის მომგებიანობის პოტენციალს და მისი ბიზნეს მოდელის მდგრადობას

ჯგუფის 64.1 მლნ ევროს ნახევარწლიანი შედეგი წინა წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება (2022 წლის I ნახევარი: 7.7 მლნ ევრო) და კაპიტალის 14.2%-იანი რენტაბელობის შესაბამისია (2022 წლის პირველი ნახევარი: 1.8%). ამ კონტექსტში, ჯგუფის საოპერაციო შემოსავალი 19.7%-ით გაიზარდა, რაც უფრო მაღალი წმინდა საპროცენტო შემოსავლით და უფრო მაღალი წმინდა საკომისიო შემოსავლით არის გამოწვეული.

წმინდა საპროცენტო შემოსავალი 30.8 მლნ ევროთი ან 24.7%-ით გაიზარდა და 155.7 მლნ ევროს შეადგენდა (2022 წლის I ნახევარი: 124.8 მლნ ევრო). წმინდა საპროცენტო მარჟა, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 40 საბაზისო პუნქტით გაიზარდა 3.5%-მდე, ძირითადად, უფრო მაღალი ძირითადი საპროცენტო განაკვეთების გამო.

წმინდა საკომისიო შემოსავალმა 28,9 მლნ ევრო შეადგინამ რაც 9,9%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს (2022 წლის I ნახევარი: 26,3 მლნ ევრო). განსაკუთრებით დადებითად განვითარდა ტრანზაქციებიდან და საბარათე ბიზნესიდან შემოსავალი. წმინდა სხვა საოპერაციო შემოსავალი 1.9 მლნ ევროთი შემცირდა წინა წლის პერიოდში ერთჯერადი დადებითი შედეგების გამო. შესაბამისად, 7.2 მლნ ევრო ემატება მთლიან მოგებას (2022 წლის I ნახევარი: 9.1 მლნ ევრო).

მთლიანობაში, ჯგუფის საოპერაციო შემოსავალი 31,6 მლნ ევროთი გაუმჯობესდა, ხოლო პერსონალისა და ადმინისტრაციული ხარჯები 18,2 მლნ ევროთი გაიზარდა. ამან გამოიწვია ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის უმნიშვნელო 0.4 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესება, რამაც 59.7% შეადგინა (2022 წლის I ნახევარი: 60.1%), ასევე დაბეგვრამდე მოგებისა და დასაშვები ზარალის 13.4 მლნ ევროთი ან 21.0%-ით ზრდა. მუდმივ ინფლაციურ გარემოში, პერსონალისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა ასევე განპირობებულია პერსონალზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, მარკეტინგსა და მოგზაურობაზე გაზრდილმა ხარჯებმა, ასევე სამართლებრივი ფორმის დაგეგმილ გარდაქმნასთან დაკავშირებით გაწეულმა საგანგებო საკონსულტაციო ხარჯებმა. ერთჯერადი შედეგების გამოკლებით, ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა 1,5 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 58,3% შეადგინა (2022 წლის I ნახევარი: 59,8%).

შესაძლო დანაკარგების რეზერვებმა 0,5 მლნ ევრო შეადგინა, რაც დაბალი მაჩვენებელია (2022 წლის პირველი ნახევარი: 57,3 მლნ ევრო) და, პირველ რიგში, პროკრედიტ ჯგუფში შემავალი ბანკების პორტფელის სტაბილური ხარისხით არის განპირობებული. ჯგუფის დონეზე, ვადაგადაცილებული სესხების წილი წლის ბოლოს ოდნავ 3.3%-დან 3.2%-მდე შემცირდა. უკრაინის შედეგების გამოკლებით, ჯგუფისთვის ეს მაჩვენებელიც 2,4%-დან 2,3%-მდე შემცირდა.

პროკრედიტ ბანკი უკრაინის შედეგის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და პორტფელის სტაბილური ხარისხი; მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოსთან (MIGA) ხელშეკრულების გაზრდა

პროკრედიტ ბანკი უკრაინამ 12,4 მლნ ევროს ნახევარწლიანი შედეგი აჩვენა (2022 წლის I ნახევარი: -34,3 მლნ ევრო), რაც კაპიტალის 39,7%-იან რენტაბელობას შეესაბამება. სტაბილური საკრედიტო რისკის პარამეტრების გამო, შესაძლო დანაკარგების რეზერვებმა 0.4 მლნ ევროს დაბალ დონე აჩვენა (2022 წლის I კვარტალი: 56.5 მლნ ევრო). წლის დასაწყისიდან ბანკის საკრედიტო პორტფელი 33.3 მლნ ევროთ შემცირდა მკაცრად კონტროლირებადი ახალი ბიზნესის გამო, ხოლო დეპოზიტებმა 70.0 მლნ ევროს მკვეთრი ზრდა აჩვენა. ვადაგადაცილებული სესხების წილმა მეორე კვარტლის ბოლოს 12.4% შეადგინა (2022 ფინანსური წელი: 11.9%). 2023 წლის 21 ივნისს პროკრედიტ ბანკი უკრაინისთვის მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს (MIGA, მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი) საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 23 მლნ ევროზე მეტით გაზრდამ დამატებითი კაპიტალი გამოათავისუფლა, რომელიც უკრაინაში ბიზნეს კლიენტების უწყვეტად, თუმცა შერჩევითობის პრინციპით, დაკრედიტებაზე იქნება გამოყენებული.

პროკრედიტი მნიშვნელოვან ეტაპებზე გადადის გარემოს დაცვისა და მმართველობის სფეროებში

ჯგუფის საკუთარი მზის ელექტროსადგურის ProEnergy (3 მგვტ ფოტოელექტრული სიმძლავრის) კოსოვოს ელექტროენერგიის ქსელთან მიერთებით, პროკრედიტ ჯგუფი მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევის კუთხით. ჯგუფმა ეს მიზანი უკვე 2018 წელს დაისახა. 3 მგვტ ფოტოელექტრული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მოსალოდნელი წლიური წარმოებაა 3711 მგვტ/სთ, რომელსაც შეუძლია 450 ოჯახს მოამარაგოს თვეში საშუალოდ 700 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიით. გარდა ამისა, ეს პროექტი მიზნად ისახავს კოსოვოს ენერგეტიკული ლანდშაფტის ტრანსფორმაციას, ადგილობრივი გამოცდილების შექმნას და შემდგომი კერძო ინვესტიციების სტიმულირებას.

პროკრედიტ ჯგუფმა ასევე წარმატებას მიაღწია მშობელი კომპანიის სამართლებრივი ფორმის საფონდო კორპორაციად (AG) გარდაქმნაში. მას შემდეგ, რაც პროკრედიტ ჰოლდინგის ყოველწლიური საერთო კრების 99.9%-მა სამართლებრივი ფორმის ცვლილებას დაუჭირა მხარი, შესაძლებელი გახდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა და მათი მეტწილად განხორციელებაც კი. მმართველი საბჭოს ამჟამინდელი მოლოდინით, სამართლებრივი ფორმის ცვლილება 2023 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

მმართველი საბჭო 2023 წლის 30 მაისიდან გაუმჯობესებულ ორიენტირებს ადასტურებს

2023 წლის 30 მაისს, მმართველმა საბჭომ კაპიტალის რენტაბელობის პერსპექტივა 8%-10%-მდე (ადრე 6%-8%), ხოლო ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა 62%-64%-მდე (ადრე დაახლოებით 64%) გაზარდა, უწყვეტი ძლიერი ფინანსური შედეგების წყალობით. ეს მოკლევადიანი ორიენტირი ასევე მოიცავს დაშვებას, რომ კლიენტთა საკრედიტო პორტფელი საშუალო ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში გაიზრდება და CET 1 კოეფიციენტი 13%-ზე მეტი იქნება.

საშუალოვადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია, რომ კაპიტალის რენტაბელობა სტრუქტურულად დაახლოებით 12%-ზე, ხოლო ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობა (ერთჯერადი შედეგების გამოკლებით) დაახლოებით 57%-მდე იქნება. მოსალოდნელია, რომ ჯგუფის კლიენტთა საკრედიტო პორტფელი მომდევნო წლებში წლიურ ზრდას აჩვენებს საშუალო და მაღალ ერთნიშნა პროცენტულ დიაპაზონში, ხოლო მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის 25%-ს შეადგენს. ეს ორიენტირი არ ითვალისწინებს რაიმე მნიშვნელოვან პოტენციალს უკრაინაში.

დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰუბერტ შპეხტენჰაუზერი: „ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვართ ნახევარი წლის შედეგებით და ვგრძნობთ, რომ წლის მიზნის მიღწევასთან ახლოს ვართ. ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შედეგებმა ჩვენი საშუალოვადიანი მიზნები გამოკვეთა და ჩვენი ბიზნეს მოდელის საშუალო და გრძელვადიანი შემოსავლის პოტენციალი აჩვენა. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ჩვენ კვლავ სიფრთხილით ვგეგმავთ მიმდინარე ფინანსურ წელს და ვადასტურებთ ჩვენს ამჟამინდელ ორიენტირს, რომელიც დარჩენილი წლის განმავლობაში მარჟების და რისკის ღირებულების შესახებ კონსერვატიულ უარყოფით ვარაუდებს ეფუძნება. ამ კვარტალში გარემოს დაცვისა და მმართველობის სფეროებში მიღწეული ორი ეტაპის ფონზე, ჩვენ ასევე გვინდა ხაზი გავუსვათ გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობის და კორპორატიული მართვის (ESG) კრიტერიუმების შესაბამისობას ჩვენს ქმედებებთან და ვხედავთ, რომ პროკრედიტ ჯგუფი ამ კუთხითაც კიდევ უფრო გაძლიერდება“.

პროკრედიტ ჯგუფის 2023 წლის პირველი ნახევრის ჯგუფის მენეჯმენტის შუალედური ანგარიში დღეიდან ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე, ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში მისამართზე https://www.procredit-holding.com/en/investor-relations/reports-publications/financial-reports

2023 წლის I ნახევრის შედეგების შეჯამება

მლნ ევრო

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება

30.06.2023

31.12.2022

ცვლილება

საკრედიტო პორტფელი

6,156.0

6,107.7

48.2

დეპოზიტები

6,458.1

6,289.5

168.6

მოგების ან ზარალის ანგარიშგება

1.1.-30.06.2023

1.1.-30.06.2022

ცვლილება

წმინდა საპროცენტო შემოსავალი

155.7

124.8

30.8

წმინდა საკომისიო შემოსავალი

28.9

26.3

2.6

საოპერაციო შემოსავალი

191.8

160.2

31.6

საკადრო და ადმინისტრაციული ხარჯები

114.5

96.3

18.2

აქტივების შესაძლო დანაკარგების რეზერვები

0.5

57.3

-56.8

მოგება მითითებულ პერიოდში

64.1

7.7

56.4

წარმადობის ძირითადი მაჩვენებლები

1.1.-30.06.2023

1.1.-30.06.2022

ცვლილება

საკრედიტო პორტფელში ცვლილება

0.8%

6.2%

-5.5 პპ

ხარჯების შემოსავლებთან თანაფარდობის კოეფიციენტი

59.7%

60.1%

-0.4 პპ

კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი (წლიური)

14.2%

1.8%

12.4 პპ

30.06.2023

31.12.2022

ცვლილება

CET1 კოეფიციენტი (სრულად დატვირთული)

14.2%

13.5%

0.7 პპ

დამატებითი მაჩვენებლები

30.06.2023

31.12.2022

ცვლილება

დეპოზიტების საკრედიტო პორტფელთან თანაფარდობა

104.9%

103.0%

1.9 პპ

წმინდა საპროცენტო მარჟა (წლიური)

3.5%

3.1%

0.4 პპ

რისკის ღირებულება (წლიური)

2 სპ

174 სპ

-172 სპ

ვადაგადაცილებული სესხების წილი

3.2%

3.3%

-0.1 პპ

მე-3 ეტაპის სესხების დაფარვის კოეფიციენტი

62.4%

61.8%

0.6 pp

მწვანე სესხების პორტფელი (მლნ ევრო)

1,239.3

1,231.1

8.2

საკონტაქტო პირი

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,

ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიაა. ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკებისგან. სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში ოპერირების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (საინვესტიციო მექანიზმი პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ ინფორმაციას, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ასეთი განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკები, გაურკვევლობები და ფაქტორები. თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან თუ ძირითადი მოლოდინები ან ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგები, წარმადობა და მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები, მოსალოდნელი მოვლენებიდან გადახრების შემთხვევაში.