პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებისთვის ახალ სერვისს ნერგავს
2 აპრილიდან, პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ახალ სერვისს - „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის სრულ მომსახურებას“ შესთავაზებს.
ახალი სერვისი ბანკში უკვე არსებული „ბიზნეს კლიენტების ანგარიშის მომსახურებისგან“ ყოველთვიური ტარიფითა და მასში შემავალი მომსახურებებით განსხვავდება.
კომპლექსურ მომსახურებაზე დაწესებული ყოველთვიური ერთიანი საკომისიოს - 50 ლარის პირობებში, ბიზნეს კლიენტები სრულიად უფასოდ ისარგებლებენ შემდეგი მომსახურებებით:
- 1 მულტისავალუტო ანგარიშის რეგისტრაცია და მომსახურება
- 1 ვიზა ბიზნეს ბარათი
- 2 სადეპოზიტო ბარათი
- 1 სატელეფონო პინ კოდი
- სმს მომსახურების, ავტომატური დავალებისა და ინტერნეტ ბანკინგის სრული პაკეტის (დიჯიპასით /სმს ტან-კოდით/ელექტრონული დიჯიპასით) რეგისტრაცია და მომსახურება
- სალარე გადარიცხვები ქვეყნის მასშტაბით
- უცხოურ ვალუტაში „პროპეი“ გადარიცხვები პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით
საბანკო მომსახურების გამარტივებისა და ხელმისაწვდომობის მიზნით, კომპლექსური შეთავაზების პარალელურად, პროკრედიტ ბანკი ბიზნეს კლიენტებს ყველანაირ პირობას უქმნის: უახლესი ტექნოლოგიებითა და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცეები, მომსახურების მიღებას მარტივსა და ეფექტურ ხდის დღე/ღამის ნებისმიერ დროს და მთლიანად არის ორიენტირებული მომხარებლის კომფორტზე. დახვეწილი დისტანციური არხების საშუალებით კი, ბიზნეს კლიენტები მუდმივად აკონტროლებენ და მართავენ საბანკო ანგარიშებს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.