Eng

პროკრედიტ ბანკი ფიზიკური პირებს განახლებულ პირობებსა და ტარიფებს სთავაზობს

გამოქვეყნდა: 1.03.2021

პროკრედიტ ბანკი ციფრული ბანკინგის განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და 1 აპრილიდან ფიზიკური პირებს განახლებული საბანკო მომსახურების პირობებითა და ტარიფებით მოემსახურება.

სიახლე ერთიანი ყოველთვიური საკომისიოს ფარგლებში დამატებით შესაძლებლობებს და მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული სერვისების ერთიანობას გულისხმობს.

განახლებულ ტარიფსა და მასში შემავალ სერვისებს დეტალურად ბმულზე გაეცნობით.

დისტანციური საბანკო მომსახურების ახალი ეტაპი მოქნილი, კომფორტული და დაცული ონლაინ სერვისების მიღებას 24/7-ზე ხელმისაწვდომს ხდის, ფიზიკური ლოკაციის საჭიროების გარეშე. ყოველთვიური ერთიანი საფასო პირობების ფარგლებში, მომხმარებლები უფასოდ სარგებლობენ სრული საბანკო სერვისებით. გამჭვირვალე საფასო პოლიტიკის შედეგად, კლიენტებმა ზუსტად იციან მომსახურების ყოველთვიური ღირებულება და არ უწევთ დამატებითი საკომისიოს გადახდა ცალკეულ პროდუქტებში.

ჩვენ განვაგრძობთ ზრუნვას თქვენთვის უსაფრთხო და მრავალფეროვანი ციფრული გარემოს შექმნაზე.

გმადლობთ, რომ ირჩევთ გერმანულ ბანკს, თქვენს ფინანსურ პარტნიორად.