პროკრედიტ ბანკმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და USAID-ის ახალგაზრდული პროექტის „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ მონაწილეებს უმასპინძლა.
პროკრედიტ ბანკმა ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) და USAID-ის ახალგაზრდული პროექტის „ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის“ მონაწილეებს უმასპინძლა. გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, გერმანულ ბანკს ასევე სტუმრობდნენ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი და ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე; Publicis Group Caucasus დირექტორი, ირინა საკი.
დირექტორმა, ზეინაბ ლომაშვილმა, სტუმრებს მოკლედ გააცნო ბანკის ბიზნეს სტრატეგია. მან ასევე ისაუბრა ბანკის, როგორც გრძელვადიან, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტის მიდგომებზე. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აღინიშნა პროკრედიტის საკადრო და გარემოსდაცვითი მიდგომები.
სტუდენტებისათვის, ბანკის თანამშრომლების მიერ, მოხდა მოკლე პრეზენტაციების წარდგენა:
ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლებმა მათ, ბანკის საკადრო სტრატეგია და დასაქმების უნიკალური საერთაშორისო პროგრამა “onboarding” გააცნეს. უკვე მრავალი წელია, რაც აღნიშნული 6 თვიანი პროგრამა, განსხვავებული განათლებისა და გამოცდილების მქონე (მათ შორის გამოცდილების გარეშე) ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, გაიგონ მეტი საფინანსო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებზე, გაეცნონ პროკრედიტ ბანკის ბიზნეს მოდელს და გახდნენ გერმანული ბანკის გუნდის წევრები.
ეკო განყოფილების წარმომადგენლებმა, სტუმრებს ბანკში მოქმედი გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემა გააცნეს და მწვანე მიმართულებით ბანკის მიღწეულ შედეგებსა და მიზნებზე ესაუბრნენ.
ორდღიანი ვიზიტი საპრეზენტაციო ნაწილთან ერთად ეკო-ტურს მოიცავდა, რომლის დროსაც, 100-მდე სტუდენტმა მოინახულა ბანკის ენერგოეფექტური შენობა - საერთაშორისო EDGE სერთიფიკატის მფლობელი პირველი მწვანე ოფისი საქართველოში და დაათვალიერა ბანკის მიერ მოწყობილი სხვადასხვა გარემოსადმი მეგობრული ინფრასტრუქტურა.
მნიშვნელოვანია, რომ პროკრედიტ ბანკსა და EBA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს, ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდების დასაქმების ხელშესაწყობად.