Eng

პროკრედიტ ბანკმა ESN Georgia-ს 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

გამოქვეყნდა: 27.05.2026

პროკრედიტ ბანკმა ESN Georgia-ს 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა დიპლომატიური კორპუსის, უნივერსიტეტების, სტუდენტური საზოგადოების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა ზეინაბ ლომაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ბანკის ხედვაზე, განათლების, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

ღონისძიების ფარგლებში, გიორგი ბაქრაძემ სტუდენტებს ეკონომიკურ საკითხებზე გაუზიარა მოსაზრებები და ისაუბრა თანამედროვე ეკონომიკურ გარემოსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე.

ასევე, ერასმუსის პროგრამაში მიღებული გამოცდილება მონაწილეებს გაუზიარა პროკრედიტის კონტაქტ ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა გუჯეჯიანმა.

ESN Georgia 1989 წელს მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული ევროპის სტუდენტური მოხალისეობრივი ორგანიზაცია Erasmus Student Network-ის წარმომადგენელია 2011 წლიდან საქართველოში. ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოში მყოფი Erasmus+ და სხვა გაცვლითი პროგრამების მონაწილე სტუდენტების კულტურული და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის მაქსიმალური დახმარების გაწევა.