Eng

პროკრედიტ ჯგუფის ზრდის მაჩვენებელი მესამე კვარტალშიც გრძელდება

გამოქვეყნდა: 9.12.2020
  • წლის დასაწყისიდან მთლიანი სასესხო პორტფელი 8,5%-ით, კლიენტთა დეპოზიტები კი 8.9%-ით გაიზარდა;

  • კონსოლიდირებული შედეგი 33.4 მილიონი ევროს ოდენობით შეესაბამება წლიურ 5,6%-იან კაპიტალის რენტაბელობას, სტაბილური საოპერაციო ხარჯებით, ასევე დაუბეგრავი შემოსავლის და რისკის ღირებულების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით;

  • 56 საბაზო პუნქტის წლიური რისკის ღირებულება, სტაბილურად 2.3%-ზეა შენარჩუნებული, უიმედო სესხებით და დანაკარგების რეზერვისა და საკრედიტო რისკით გაუფასურებული სესხების 98.5%-იანი თანაფარდობით

  • პირველადი კაპიტალის (CET1 სრულად დატვირთული) სოლიდური მაჩვენებელი 14.1%-ის ტოლია

  • გადაწყვეტილება 2019 ფინანსური წლის მოგების გადანაწილების შესახებ

მაინის ფრანკფურტი, 2020 წლის 12 ნოემბერი - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, მესამე კვარტლის ბოლოს კარგი ბიზნეს და ფინანსური შედეგები აჩვენა COVID-19 პანდემიით წარმოქმნილი გამოწვევების ფონზე. ფინანსური წლის პირველ ცხრა თვეში, მთლიანი სასესხო პორტფელი 8.5%-ით, 408 მლნ ევროთი გაიზარდა, რაც მცირედით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (9 მლნ. 2019წ: + 8.3% / +318 მლნ ევრო). ანალოგიურად მნიშვნელოვანი იყო ზრდა კლიენტთა დეპოზიტების მხრივ, რამაც 8,9% ანუ 384 მილიონი ევრო შეადგინა. 33.4 მილიონი ევროს კონსოლიდირებული შედეგი (9 მლნ 2019წ: 44.0 მილიონი ევრო) ძირითადად ხასიათდებოდა წმინდა საპროცენტო შემოსავლის გაუმჯობესებით, რაც შესაძლო დანაკარგის რეზერვების მომატებული ხარჯებით კომპენსირება უფრო იყო. ხარჯებისა და შემოსავლის კოეფიციენტის 1,9 პროცენტული პუნქტით 66,5%-მდე გაუმჯობესება ასახავს დაუბეგრავი შემოსავლისა და შესაძლო დანკარგების რეზერვების მნიშვნელოვან 4,6 მილიონი ევროს ოდენობით ზრდას 63,0 მილიონ ევრომდე.

მენეჯმენტი ამ შედეგებს დადებითად აფასებს: „პასუხისმგებლიანი საბანკო მიდგომით, ჩვენი მიზანია საიმედო პარტნიორი ვიყოთ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში. ჩვენი თანამშრომლები და კლიენტები ძალიან კარგად ერგებიან პანდემიის გამო შექმნილ რთულ პირობებს. ჩვენ შევძელით კლიენტებთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, რაც საშუალებას გვაძლევს ამ დროისთვის კარგად ვმართოთ პორტფელის ხარისხი, ამავე დროს, წარმატებით განვავითაროთ ბიზნესი. მიგვაჩნია, რომ 5,6%-იანი კაპიტალის რენტაბელობა სოლიდური შედეგია და დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარებიდან გამომდინარე, წელს საკრედიტო რისკის ხარჯები გაზრდილია, მაინც შედარებით დაბალი დონეა შენარჩუნებული. ჩვენი შედეგები ხაზს უსვამს ბიზნეს მოდელს, რომელიც მდგრადი ფინანსური მაჩვენებლებისა და სოციალური გავლენისკენ არის მიმართული.”

მთლიანი სასესხო პორტფელის ზრდა, პირველ რიგში, საინვესტიციო სესხების და მწვანე პორტფელის მიმართულებით განხორციელდა. წლის დასაწყისიდან საინვესტიციო სესხების ზრდამ 187 მილიონი ევრო, 8.1%, შეადგინა. მწვანე პორტფელში, წლის დასაწყისიდან 158 მილიონი ევროს ოდენობის, ანუ 19,9%-იანი, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, მწვანე სესხების პორტფელმა თითქმის 40% შეადგინა მთლიან ზრდაში და ახლა მთლიანი პორტფელის 18.3% შეადგენს.

პირველ ცხრა თვეში სესხების პორტფელის ზრდასთან ერთად კლიენტთა ანაბრების 384 მილიონი ევროთი, ან 8,9%-ით, ზრდა დაფიქსირდა. დეპოზიტების ზრდა განსაკუთრებით განპირობებულია მოთხოვნამდე ანაბრების ზრდით. ჯგუფის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი (LCR), 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 149%-ს უდრიდა.

33.4 მლნ ევროს ოდენობის კონსოლიდირებულ შედეგზე დადებითად იმოქმედა წმინდა საპროცენტო შემოსავლის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ და საოპერაციო ხარჯების მცირედ შემცირებამ, წინა წლის პირველ ცხრა თვესთან შედარებით, თუმცა ეს დასაშვები დანაკარგების უფრო მაღალი ხარჯებით კომპენსირება უფრო იყო. პორტფელის მკვეთრმა ზრდამ წლის დასაწყისიდან 0,2 პროცენტული პუნქტით ოდნავ (2.9%-მდე) შემცირებული წმინდა საპროცენტო მარჟის კომპენსირება მოახდინა, რითაც წმინდა საპროცენტო შემოსავალი 7,1 მილიონი ევროთი, ანუ 4,9%-ით, გაიზარდა და 150,7 მილიონი ევრო შეადგინა. წმინდა საპროცენტო მარჟის შემცირება უმთავრესად პროკრედიტ ჯგუფის ზოგიერთ ბაზარზე ძირითადი საპროცენტო განაკვეთების შემცირებით არის გამოწვეული. თუმცა, მესამე კვარტალში, პროკრედიტ ბანკების უმრავლესობამ სტაბილურად პოზიტიური ტენდენცია აჩვენა წმინდა საპროცენტო მარჟასთან მიმართებაში და ამან ხელი შეუწყო წმინდა საპროცენტო შემოსავლის ზრდას მეორე კვარტალთან შედარებით. წინა კვარტალთან შედარებით, კონსოლიდირებული შედეგი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 3.7 მილიონი ევროთი ანუ 46%-ით და 11.7 მილიონ ევროს შეადგენს.

მოსალოდნელი დანაკარგების რეზერვების ხარჯები 18.7 მილიონი ევროთი გაიზარდა, 2020 წლის პირველ ცხრა თვეში, ჯამში 21.1 მილიონი ევრომდე. აღნიშნული შეესაბამება 56 საბაზო პუნქტიან წლიური რისკის ღირებულებას. ხარჯები ძირითადად მე–2 ეტაპზე არსებული სესხების პორტფელის ზრდით და ასევე მთლიანი სასესხო პორტფელის ზრდით არის განპირობებული. გარდა ამისა, განსაკუთრებით 2020 წლის და ნაწილობრივ 2021 წლის მაკროეკონომიკური პერსპექტივის გაუარესებამ შესაძლო დანაკარგების რეზერვების ზრდა გამოიწვია სამივე ეტაპზე, რაც ჯამში, დაახლოებით, 8 მილიონ ევროს შეადგენს. უიმედო სესხების წილი მცირედით შემცირდა და 2.3% შეადგინა (2019 წლის ბოლოს: 2.5%), ხოლო შესაძლო დანაკარგების რეზერვების საკრედიტო რისკით გაუფასურებულ სესხებთან თანაფარდობა 89.1%-დან 98.5%-მდე გაიზარდა.

წინა კვარტალთან შედარებით, მესამე კვარტალში წმინდა საკომისიო შემოსავალი 1.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და 12.1 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ძირითადად შიდა და საერთაშორისო გადარიცხვების მოცულობით არის გამოწვეული. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, პირველი ცხრა თვის წმინდა საკომისიო შემოსავალი 4.2 მილიონი ევროთი შემცირდა წინა წელს და 34.7 მილიონი ევრო შეადგინა.

წლის დასაწყისიდან, საოპერაციო ხარჯები 1.0 მილიონი ევროთი შემცირდა 125.1 მილიონ ევრომდე, პირველ რიგში, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გამო. ხარჯებისა და შემოსავლების თანაფარდობა კვლავ უმჯობესდება თითქმის 1,9 პროცენტული პუნქტით და 66,5%-ს შეადგენს.

პროკრედიტ ჯგუფის კაპიტალის ადეკვატურობა კვლავ ჯანსაღია. ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა (CET1 სრულად დატვირთული), 2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 14.1% იყო და შესაბამისად, უცვლელია 2019 წლის ბოლოდან. რისკის მიხედვით შეწონილი აქტივები შემცირდა, პორტფელის ძლიერი ზრდის მიუხედავად, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია 2020 წლის ივნისში ევროპარლამენტის მიერ მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებზე რისკის ახალი შეფასებების შემოღებით. პირველი რიგის კაპიტალი მოიცავს 2019 წლის და 2020 წლის პირველი ნახევრის კონსოლიდირებულ შედეგს. პროკრედიტ ჰოლდინგის დივიდენდის პოლიტიკის შესაბამისად, პროკრედიტ ჯგუფის კაპიტალის კოეფიციენტები უკვე ითვალისწინებს 2019 წლისა და 2020 წლის პირველი ნახევრის კონსოლიდირებული შედეგების ერთი მესამედის დივიდენდების გამოქვითვას. საკუთარი კაპიტალი კვლავ გამყარებულია ფინანსური დამოუკიდებლობის 9,8%-იანი კოეფიციენტით (2019 წლის 31 დეკემბერი: 10,8%).

სამეთვალყურეო საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, ProCredit General Partner AG-ის მმართველთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის დისტანციურ რიგგარეშე საერთო კრებას, რომელიც 2020 წლის 10 დეკემბერს გაიმართება, 2019 ფინანსური წლის მოგების (96,508,787.06 ევრო) სრულად სხვა ანგარიშზე გადატანა შესთავაზოს.

სამეთვალყურეო საბჭომ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა, რაც შეესაბამება ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (BaFin) რეკომენდაციებს იმის თაობაზე, რომ ბანკებმა დივიდენდები არ უნდა გადაიხადონ 2021 წლის 1 იანვრამდე.

სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, მმართველი გუნდი ადასტურებს თავის განზრახვას 2021 წელს ProCredit Holding AG & Co. KGaA-ის ყოველწლიურ საერთო კრებას წარუდგინოს წინადადება მოგების განაწილების თაობაზე, რომელიც 2019 წლის ფინანსურ წელს დივიდენდის გადახდის არარსებობას ითვალისწინებს და პროკრედიტ ჰოლდინგის მიმდინარე დივიდენდის პოლიტიკას შეესაბამება. ამ წინადადებაში გათვალისწინებული იქნება საზედამხედველო ორგანოების მოქმედი რეკომენდაციები დივიდენდების გადახდასთან დაკავშირებით.

ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, 17,7 მილიონი ევრო კვლავ ჩამოიჭრება პროკრედიტ ჯგუფის მარეგულირებელი კაპიტალიდან 2019 ფინანსურ წელთან მიმართებაში.

2020 წლის პირველი ცხრა თვის ძლიერი ზრდის გათვალისწინებით, მენეჯმენტი ვარაუდობს, რომ მთლიანი სესხების პორტფელის საერთო ზრდა წლის ბოლოს 8-დან 10%-მდე საპროგნოზო დიაპაზონის ზედა ზღვრულ ნიშნულს მიაღწევს. კაპიტალის რენტაბელობა, მთლიანობაში, კვლავ პოზიტიური, თუმცა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაბალი იქნება; ხოლო რისკის ღირებულება შეიძლება აგვისტოში პროგნოზირებულ ციფრზე დაბალი იყოს დაახლოებით 75 საბაზო პუნქტით. სავარაუდოდ, ხარჯისა და შემოსავლის თანაფარდობა ოდნავ ჩამოუვარდება თავდაპირველ პროგნოზს დაახლოებით 70%-ით. ძირითადი პირველადი კაპიტალის (CET1) კოეფიციენტი (სრულად დატვირთული) წლის ბოლოს სასურველ დონეზე იქნება და 13%-ს გადააჭარბებს. ამ პროგნოზის ძირითადი რისკფაქტორებია, ერთი მხრივ, პანდემიის ახალი ტალღა, რომელმაც მთელი ევროპა მოიცვა 2020 წლის ოქტომბრიდან და რომლის შედეგები ჯერ კიდევ პროგნოზირებადი არ არის, ხოლო მეორე მხრივ, ადგილობრივ და საერთაშორისო ვაჭრობაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

პროკრედიტ ჯგუფის 2020 წლის 30 სექტემბრის კვარტალური ანგარიში ხელმისაწვდომია გერმანულ და ინგლისურ ენებზე პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე „ინვესტორებთან ურთერთობის“ განყოფილებაში. იხილეთ ბმული: https://www.procredit-holding.com/investor-relations/reports-and-publications/financial-reports/.

საკონტაქტო პირი:

ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციები, პროკრედიტ ჰოლდინგი

ტელ.: +49 69 951 437 138, ელფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში, განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი კომპანიაა. ჯგუფი შედგება სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი, მცირე და საშუალო საწარმოების მომსახურებაზე ორიენტირებული ბანკებისგან. ჯგუფი ასევე წარმოდგენილია სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში. კომპანიის აქციებით ვაჭრობა ხდება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის თანამშრომლებისთვის), ჰოლანდიური DOEN Participaties BV, KfW განვითარების ბანკი და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (მსოფლიო ბანკის ჯგუფის ნაწილი). საბანკო საქმიანობის შესახებ გერმანიის კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA-ს კონსოლიდირებულ დონეზე ზედამხედველობას უწევს გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და გერმანიის ბუნდესბანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებგვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები

წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ჩვენი სამომავლო ბიზნეს ოპერაციების და მომავალი ფინანსური შედეგების პარამეტრების, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგთან დაკავშირებული სამომავლო მოვლენების ან გარემოებების შესახებ განცხადებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს. ეს განცხადებები პროკრედიტ ჰოლდინგის ხელმძღვანელობის დღევანდელ მოლოდინებს და გარკვეულ დაშვებებს ეყრდნობა. შესაბამისად, მათზე მოქმედებს სხვადასხვა რისკი, გაურკვევლობის ფაქტორი და გაუთვალისწინებელი გარემოება, რომელთა უმრავლესობა არ ექვემდებარება პროკრედიტ ჰოლდინგის მხრიდან კონტროლს. რომელიმე რისკის ან გაურკვევლობის დადგომის შემთხვევაში, ან თუ აღმოჩნდება, რომ მოლოდინები არ სრულდება ან დაშვებები არაზუსტია, პროკრედიტ ბანკის რეალური შედეგები, საქმიანობა და წარმატება შეიძლება განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებში პირდაპირ ნახსენები ან ნაგულისხმევი შედეგებისგან და არსებითად უკეთესი ან უარესი იყოს. პროკრედიტ ჰოლდინგი ვალდებული არ არის განაახლოს საპროგნოზო განცხადებები ან მათში ცვლილებები შეიტანოს მოსალოდნელისგან განსხვავებული შედეგების დადგომის შემთხვევაში.