პროკრედიტ ჯგუფი უერთდება „ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსს“
პროკრედიტ ჯგუფი უერთდება „ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსს“ (Net-Zero Banking Alliance) და ვალდებულებას იღებს კომპანიის მასშტაბით განსაზღვროს ემისიების შემცირების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები, „მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივის“ (SBTi) მიერ დადგენილი ნახშირბად-ნეიტრალობის სტანდარტის (Net-Zero Standard) შესაბამისად.
მაინის ფრანკფურტი, 2022 წლის 20 დეკემბერი – კლიმატთან დაკავშირებით პოზიტიური მომავლისადმი თავისი ვალდებულების გათვალისწინებით და ნახშირბად-ნეიტრალობაზე თავის ამბიციის დადასტურებით, პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA (პროკრედიტ ჰოლდინგი), რომელიც ზემოქმედებაზე და განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის სათავო კომპანიას წარმოადგენს, „ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსს“ (NZBA) შეუერთდა. ამ მოწინავე, გაეროს მიერ შექმნილი საბანკო ალიანსის მიზანია მსოფლიოს მასშტაბით საკრედიტო და საინვესტიციო პორტფელები ისე დაარეგულიროს, რომ ნახშირბად-ნეიტრალობა მოიპოვოს 2050 წლისთვის ან უფრო ადრე, რაც „კლიმატის ცვლილებების შესახებ პარიზის შეთანხმებით“ დასახულ ყველაზე ამბიციური მიზნების შესაბამისია. გარდა ამისა, პროკრედიტ ჯგუფმა ვალდებულება აიღო განსაზღვროს მისი მომავალი ემისიების შემცირების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიები, „მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივის“ (SBTi) მიერ დადგენილი ნახშირბად-ნეიტრალობის სტანდარტის შესაბამისად, როგორც „ბიზნესის ამბიცია 1.5°C“ კამპანიისა და „UNFCCC-ის ნახშირბადის განეიტრალებისკენ რბოლის“ კამპანიის ნაწილი. „მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივას“ (SBTi) მიზნები ჯერ არ დაუმტკიცებია.
ალიანსი 41 ქვეყნის 124-ზე მეტი წარმომადგენლისგან შედგება და 73 ტრილიონი აშშ დოლარის მთლიან აქტივებს ფლობს, რაც მთლიანი გლობალური საბანკო აქტივების 41%-ს შეადგენს. ალიანსის შექმნა გადამწყვეტი ნაბიჯია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საკითხებში ფინანსური სექტორის მობილიზების მიმართულებით. ალიანსი აღიარებს, რომ ბანკები სასიცოცხლო როლს თამაშობენ რეალური ეკონომიკის ნახშირბად-ნეიტრალობაზე გლობალური გადასვლის მხარდაჭერაში. ემისიები მოიცავს როგორც საოპერაციო, ისე ჩვეულ ემისიებს, მე-3 დონის ემისიების ჩათვლით.
პროკრედიტ ჰოლდინგი, ისევე როგორც ალიანსის ყველა სხვა წევრი, ვალდებულებას იღებს, რომ:
- პრიორიტეტული სექტორებისთვის განსაზღვრავს სცენარზე დაფუძნებულ შუალედურ მიზნებს 2030 წლისთვის ან უფრო ადრე;
- უზრუნველყოფს ყველაზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების სფეროების პრიორიტეტულად დაყოფას, საუბარია ყველაზე მეტი სათბურის გაზების მქონე და გამომყოფ სექტორებზე;
- ყოველწლიურად გამოაქვეყნებს ემისიებისა და ემისიების ინტენსივობის შესახებ ინფორმაციას;
- გაითვალისწინებს ყველაზე წარმატებულ ხელმისაწვდომ სამეცნიერო ცოდნას;
- დაადგენს პირველ სამიზნე(ებ)ს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 18 თვის განმავლობაში და შემდეგ ყოველწლიურად უზრუნველყოფს ანგარიშგებას;
- მმართველი საბჭოს დონეზე გააზიარებს ინფორმაციას ნახშირბად-ნეიტრალობაზე გადასვლის სტრატეგიის თაობაზე.
„ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსი“ გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფინანსურმა ინიციატივამ შექმნა და გლაზგოს ნახშირბად-ნეიტრალური ფინანსური ალიანსის საბანკო ელემენტს წარმოადგენს. ალიანსს ხელმძღვანელობს მარკ კარნი, გაეროს სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისა და ფინანსების საკითხებში.
პროკრედიტ ჰოლდინგი ამაყობს, რომ საბანკო ინდუსტრიის წამყვან ბანკებს უერთდება ამ კოლექტიურ მცდელობაში, რომ არაუგვიანეს 2050 წლისთვის მიაღწიონ ალიანსის ნახშირბად-ნეიტრალობის მიზნებს.
„ჩვენ დიდი გულმოდგინებით ვცდილობთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის დაჩქარებას და სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე სამხრეთ ამერიკასა და გერმანიაში ჩვენი კლიენტების ნახშირბად-ნეიტრალობაზე გადასვლის გეგმების რეალიზების მხარდაჭერას. პარიზის შეთანხმების საპასუხოდ, პროკრედიტ ჯგუფმა 2018 წლიდან გაანახევრა თავისი ემისიები. ახლა, როდესაც ჩვენი მიზანია ნახშირბად-ნეიტრალობის სტატუსის მიღწევა, ვაღიარებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობის და მეცნიერებაზე დაფუძნებული შემდგომი მიზნების დასახვის მნიშვნელობას. ამიტომ, ჩვენ „ნახშირბად-ნეიტრალობის საბანკო ალიანსს“ და „მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების ინიციატივას“ ამ მიზნის მიღწევაში მთავარ პარტნიორებად მივიჩნევთ“, - განმარტავს პროკრედიტ ჰოლდინგის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ჰუბერტ შპეხტენჰაუზერი.
პროკრედიტ ჯგუფი, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, მრავალი წლის განმავლობაში გამჭვირვალედ აქვეყნებს ანგარიშებს თავისი ბიზნეს ოპერაციების სხვადასხვა არაფინანსურ მაჩვენებლებსა და მდგრადობაზე ორიენტირებული საქმიანობის შესახებ, GRI სტანდარტების შესაბამისად („ძირითადი“ ოფცია) და 2021 წლის სექტემბერში შეუერთდა „ნახშირბადის გამონაბოლქვის აღრიცხვიანობის ფინანსური მაჩვენებლების პარტნიორობას“.
პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მიდგომა არა მხოლოდ გარემოზე შიდა და გარე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად, არამედ ხელს უწყობს ისეთი სესხების გაცემას და ინვესტიციების განხორციელებას, რომლებიც დადებითად აისახება გარემოზე.
პროკრედიტ ბანკების საბანკო ურთიერთობებში მთავარ ორიენტირს ის მცირე და საშუალო ზომის საწარმოები წარმოადგენს, რომლებიც მკაცრ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის (ESG) სტანდარტებს აკმაყოფილებენ და რომლებსაც უდიდესი პოტენციალი აქვთ შექმნან ეკოლოგიურად მდგრადი სიმდიდრე და სამუშაო ადგილები ადგილობრივ ეკონომიკაში. ბანკების საკრედიტო საქმიანობა ხელს უწყობსინოვაციურ და მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტიციების განხორციელებას. მწვანე სესხების პორტფელი უკვე ჯგუფის მთლიანი პორტფელის 20%-ს შეადგენს.