Eng

პროკრედიტ ჯგუფი 2019 წელს მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგებსა და ზრდას აღწევს 

გამოქვეყნდა: 6.04.2020

პროკრედიტ ჯგუფი 2019 წელს მნიშვნელოვან ფინანსურ შედეგებსა და ზრდას აღწევს

• მთლიანი სასესხო პორტფელი 10.3%-ით, ხოლო კლიენტთა დეპოზიტები 14.2%-ით გაიზარდა;
• კონსოლიდირებული შედეგი 54.3 მილიონი ევროს ოდენობითპროგროზირებულისსზედა ზღვარია;
• კონსოლიდირებული შედეგი ასევე ასახავს წლის დასაწყისში დაგეგმილ და წარმატებით დასრულებულ რესტრუქტურიზაციის ღონისძიებებთან დაკავშირებულ ხარჯებს;
• ჯგუფის მასშტაბით მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, წინსვლა ცალკე „2019 წლის ზემოქმედების ანგარიშში“ ქვეყნდება

მაინის ფრანკფურტი, 2020 წლის 26 მარტი - პროკრედიტ ჯგუფმა, რომელიც ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში საქმიანობს, 2019 წლის ფინანსური წელი მთლიანობაში წარმატებით დაასრულა. დასახული გეგმის მიხედვით განხორციელდა სამომხმარებლო სესხის პორტფელის 448 მილიონი ევროს ოდენობის ზრდა რაც 10,3%-ს შეადგენს (2018წ: 482 მილიონი ევრო, 12.3%). ჯგუფის კონსოლიდირებულმა შედეგმა 54,3 მილიონი ევრო შეადგინა, რაც პროგნოზირებულის ზედა ზღვარია და კაპიტალის 6.9%-იან რენტაბელობას წარმოადგენს (2018წ: 54.5 მილიონიევრო, 7.6%). 2019 წლის დასაწყისში დაგეგმილ რესტრუქტურიზაციის ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები, მოლოდინებთან შესაბამისობაში იყო და კონსოლიდირებულ შედეგზე მოახდინა გავლენა.

2019 წლის განმავლობაში ჯგუფმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და სტაბილურ შედეგებს მიაღწია. ახლა კონცენტრირება 2020 წლის გამოწვევებსა და ცალკეული ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე კეთდება, სადაც ჯგუფია წარმოდგენილი.

გასულ წელს, საკრედიტო პორტფელის 448 მილიონი ევროთი ზრდას,პორტფელის ხარისხის შემდგომი გაუმჯობესებაც მოჰყვა. წლის განმავლობაში, მთლიან საკრედიტო პორტფელში უიმედო სესხების წილი 0.6%-ით შემცირდა და 2.5% შეადგინა (2018წ: 3.1%). 89.1%-იანი რისკის დაფარვის კოეფიციენტი გონივრულ დონეზე შენარჩუნდა და ბევრად არ ჩამოუვარდება წინა წლის მაჩვენებელს (90.8%).

კლიენტთა დეპოზიტები წლის განმავლობაში 538 მილიონი ევროთი გაიზარდა (2018წ: 255 მილიონი ევრო), რაც უსწრებს საკრედიტო პორტფელში მიღწეულ ზრდას. ეს შედეგი, განპირობებია ბიზნეს კლიენტების, ასევე ფიზიკური პირების მიერ განთავსებული ანაბრებით. ჯგუფის ლიკვიდურობის განმტკიცება განპირორებულია, ასევე მწვანე ობლიგაციების განთავსებითა და დაფინანსების სხვა ინიციატივებით. წლის ბოლოს, 198%-იანი ლიკვიდურობის დაფარვის კოეფიციენტი (LCR) ჯგუფის მაღალი ლიკვიდურობის მაჩვენებელია.

2019 წლის კონსოლიდირებული შედეგი 54.3 მილიონი ევროს ოდენობით საპროგნოზოს ზედა ზღვარზე იყო. კონსოლიდირებული შედეგი მოიცავს პროკრედიტ ბანკი, კოლუმბიის რეალიზაციის (–7.2 მილიონი ევრო), პროკრედიტ ბანკი, ალბანეთში განხორციელებული რესტრუქტურიზაციის ღონისძიებების (–2.8 მილიონი ევრო) და პროკრედიტ ბანკი, რუმინეთში „გუდვილის“ ჩამოწერის (–2.0 მილიონი ევრო) შედეგად მოსალოდნელ უარყოფით შედეგებს. ამასთან, დამატებითი ხარჯები წარმოიქმნა პროკრედიტ ბანკი კოსოვოს შენობის ენერგოეფექტური მოდერნიზაციის შედეგად (-1.9 მილიონი ევრო). მეორე მხრივ, შესაძლო დანაკარგების რეზერვის ხარჯი წლის ბოლო კვარტალში 5.7 მილიონი ევროთი შემცირდა. ეს გამოიწვია პორტფელის ხარისხის შემდგომმა გაუმჯობესებამ, ჩამოწერილი სესხებიდან მიღებულმა შემოსავალმა, ასევე საკრედიტო რისკის მოდელისთვის პარამეტრების განახლებამ. საერთო ჯამში, ფინანსური წლის განმავლობაში ხარჯების დასაფარად 3.3 მილიონი ევროს ოდენობის (2018: 4.7 მილიონი ევრო) რეზერვები გამოიყო. ფინანსური წლის ბოლოს,შემოსავლისა და ხარჯების თანაფარდობამ 70.5% შეადგინა, რაც 70%-იან საპროგნოზო მაჩვენებელზე ოდნავ მეტია. ჯგუფის ძირითადი კაპიტალი სტაბილური იყო ფინანსური წლის განმავლობაში. როგორც მოსალოდნელი იყო, I დონის ძირითადი კაპიტალის საკმარისობის კოეფიციენტი (CET1 სრულად დატვირთული) 2019 წლის 31 დეკემბერს 13%-ზე მაღალი იყო და 14.1% შეადგინა.

პროკრედიტ ჯგუფი მხარს უჭერს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs) და განაგრძობს მათ განსახორციელებლად საკუთარი წვლილის შეტანას. დამატებითი დეტალები და საბაზისო ინფორმაცია ჯგუფის „ზემოქმედების ანგარიშში“ გამოქვეყნდა. 2019 წელს, მწვანე სესხების პორტფელი 17.4%-ით გაიზარდა და ფინანსური წლის ბოლოს მთლიანი სამომხმარებლო სესხების პორტფელის 16.6% შეადგენდა (2018წ: 15.4%). გაუფასურებული სესხების წილი ამ სწრაფად მზარდ პორტფელში მხოლოდ 0.6% იყო (2018წ: 0.7%). უფრო მეტიც, პროკრედიტ ჯგუფმა შეძლო CO2 ემისიის 19%-ით შემცირება. საშუალოვადიან პერიოდში, ჯგუფი მიზნად ისახავს, რომ პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს საქმიანობა CO2 ნეიტრალური იყოს და მთლიან პორტფელში მწვანე სესხების წილმა 20% შეადგინოს. გარდა ამისა, გაგრძელდება თანამშრომელთა ტრენინგებში ინვესტიციის განხორელება, რაც მიზნად მათი სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კიდევ უფრო გამყარებას ისახავს.

COVID-19–ის გავრცელებასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, 2020 წელს აქცენტი თანამშრომლებისა და კლიენტების უსაფრთხოებაზე, რისკების პროაქტიულ მართვასა და კლიენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გაკეთდება. მენეჯმენტი ჯგუფის მთლიან მდგომარეობას სტაბილურად მიიჩნევს და ჯგუფის მთავარ ამოცანად, კლიენტებისთვის საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფას ასახელებს: „ბოლო წლების სტრატეგიული ინიციატივები კარგ საფუძველს ქმნის გამოწვევებთან გამკლავების თვალსაზრისით. მიზნობრივ კლიენტებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, ფილიალების მცირე ქსელით, საკრედიტო რისკების ეფექტური კონტროლის საშუალებას აძლევს ჯგუფს. ჩვენი ციფრული საბანკო პლატფორმის საშუალებით, ყოველდღიური ბიზნეს საჭიროებები დისტანციურად დაკმაყოფილებულია და ადგილზე ვიზიტის სიმცირე, ზიანს არ აყენებს საქმიანობას. ჩვენი თანამშრომლების კვალიფიკაციის განსაკუთრებულად მაღალი დონე, რაც ყოველთვს ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის ორიენტირს წარმოადგენდა, არსებული გამოწვევების გადალახვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

მიმდინარე პირობებში, დაღმავალი, მაგრამ დადებითი კაპიტალის რენტაბელობა მოსალოდნელია, ხარჯებისა და შემოსავლის დაახლოებით 70%-იანი სტაბილური თანაფარდობით. სასესხო პორტფელის ზრდა, სავარაუდოდ, 2019 წელთან მიმართებაში უფრო ნაკლები იქნება. ეს პროგნოზები ზოგადი სიტუაციის მიმდინარე შეფასებებს ემყარება, რაც შესაძლოა შეიცვალოს უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში, COVID-19-ის პანდემიის ირგვლივ განვითარებული დინამიური მოვლენების შესაბამისად. საერთო ვითარების მკვეთრად გაუარესების და დაგეგმილი (2019 წლის კონსოლიდირებული მოგების ერთი მესამედის) დივიდენდის გადახდის შემთხვევაშიც კი, 2020 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი >13% ოდენობით.

პროკრედიტ ჯგუფის ბიზნეს მოდელის, კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის და რისკის კონსერვატიული სტრატეგიის გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო ჯგუფის საშუალოვადიან განვითარებას კვლავ პოზიტიურად განიხილავს და ამ პერიოდისთვის დასახულ მიზნებს ამტკიცებს.

პროკრედიტ ჯგუფის 2019 წლის„წლიურიანგარიში“, „არაფინანსური ზემოქმედების ანგარიში“ და „კონფიდენციალურობის ანგარიში“ დღეის მდგომარეობით ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჰოლდინგის ვებ-გვერდზე

საკონტაქტო ინფრომაცია
ანდრეა კაუფმანი, ჯგუფის კომუნიკაციების განყოფილება, პროკრედიტ ჰოლდინგი, ტელ.: +49 69 951 437 138,
ელ-ფოსტა: Andrea.Kaufmann@procredit-group.com

პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის შესახებ
პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს მაინის ფრანკფურტში, გერმანია, არის განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის მშობელი ქვეყანა. ჯგუფიშედგებასამხრეთ-აღმოსავლეთდააღმოსავლეთევროპაშიმოქმედი, მცირედასაშუალოსაწარმოებისმომსახურებაზეორიენტირებულიბანკებისგან. რეგიონში ძლიერი წარმომადგენლობის გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიაში და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციებითვაჭრობახდებაფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში. პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KGaA-ის მთავარი აქციონერები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის პერსონალისთვის), Dutch DOEN Foundation, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KGaA-ის ზედამხედველობას უწევს, კონსოლიდირებული ანგარიშგების საფუძველზე, გერმანიის ფედერაციული ფინანსური ზედამხედველობის ორგანო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin), როგორც პროკრედიტ ჯგუფის მთავარი კომპანია და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებ-გვერდს: www.procredit-holding.com.

საპროგნოზო განცხადებები
წინამდებარე პრესრელიზი შეიცავს ინფორმაციას ჩვენი სამომავლო ბიზნესის განვითარების და ფინანსური შედეგების შესახებ, ასევე პროკრედიტ ჰოლდინგზე გავლენის მომხდენ სამომავლო მოვლენებსა და გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საპროგნოზო განცხადებებად ჩაითვალოს, რაც პროკრედიტ ჰოლდინგის დღეს არსებულ მოლოდინებს და კონკრეტული ვარაუდების მართვას ემყარება, საიდანაც ბევრი მათგანი პროკრედიტ ჰოლდინგის კონტროლის ფარგლებს სცილდება.

შესაბამისად, მოქმედებს გარკვეული რისკებიდა დაუზუსტებელი ფაქტორები, თუ ერთი ან მეტი ასეთი რისკი ან გაურკვევლობა მატერიალიზდება, ან ძირითადი მოლოდინები, ვარაუდები არასწორი აღმოჩნდება, პროკრედიტ ჰოლდინგის ფაქტობრივი შედეგებიდა მიღწევები (როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური) შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს საპროგნოზო განცხადებებისგან. პროკრედიტ ჰოლდინგი არ იღებს ვალდებულებას, განაახლოს ან შეასწოროს ეს საპროგნოზო განცხადებები მოსალოდნელი განვითარებისგან გადახრების შემთხვევაში.