Eng

სიახლე! ეროვნულ ვალუტაში გახსნილ ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

გამოქვეყნდა: 15.09.2015

ძვირფასო მომხმარებლებო,

გაცნობებთ რომ, პროკრედიტ ბანკში 9 სექტემბრიდან ეროვნულ ვალუტაში გახსნილ ვადიანი ტიპის ანაბრებზე მოქმედებს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისათვის.

ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის სტიმულირებისა და ხელშეწყობის მიზნით, დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 1.5%-ით მოიმატა.

ვადიანი ტიპის ანაბარზე მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.25%-მდე გაიზარდა, ხოლო ზრდადი ანაბრის მაქსიმალური ვადით გახსნისას დაგერიცხებათ 8.75%. პროკრედიტ ბანკი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს პატარა მეანაბრეებსაც. საბავშვო ანაბრის მაქსიმალური პროცენტი ახლა უკვე 9.25%-ია.

პროკრედიტ ბანკის, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია დაზოგვის კულტურის ამაღლება. ვიმედოვნებთ, ანაბრებზე გაზრდილი საპროცენტო განაკვეთი სტიმული იქნება თქვენთვის დააგროვოთ უფრო მეტი და მიიღოთ მეტი სარგებელი.

გახსენით ანაბარი ეროვნულ ვალუტაში და მიიღეთ მაღალი საპროცენტო სარგებელი პროკრედიტ ბანკისგან!