სრულიად ახალი დიჯიპასი - აწარმოეთ საბანკო ოპერაციები მარტივად!
ინტერნეტ ბანკინგში გადარიცხვებისა და საბანკო სერვისების აქტივაციისთვის გთავაზობთ სრულიად ახალ დიჯიპასს. მოწყობილობას, რომელიც აგენერირებს ერთჯერად კოდებს სასურველი ოპერაციის შესასრულებლად.
დიჯიპასი თქვენი კომპაქტური საბანკო მოწყობილობაა, რომელიც გეხმარებათ განახორციელოთ სასურველი ონლაინ ტრანზაქცია ან მიიღოთ საბანკო სერვისი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან.
მოქნილია - მოწყობილობით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
დაცულია - დიჯიპასში შესასვლელად საჭიროა პინკოდი. დაგენერირებული ტან კოდი კი ტრანზაქციაზე არის მიბმული და მხოლოდ კონკრეტული ოპერაციის შესასრულებლად გამოიყენება;
მარტივია - სერვისით სარგებლობის პროცესში მხოლოდ 3 ღილაკი გჭირდებათ: „OK“ -ჩასართავად, ღილაკი 1 ან 3, ოპერაციის დასადასტურებლად საჭირო ერთჯერადი (TAN) კოდის გენერაციისთვის;
დიჯიპასით სარგებლობისთვის მიყევით ინსტრუქციას, რომელიც გაგიმარტივებთ მოწყობილობით სარგებლობას.