უკონტაქტო ბარათები პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში სწრაფი და მარტივი გადახდებისთვის პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს უკონტაქტო ბარათებსა და Pay Sticker-ს სთავაზობს.
ამიერიდან, ახალ ვიზა კლასიკ/ელექტრონ სადებეტო ბარათებს ექნებათ უკონტაქტოდ შესყიდვა/გადახდის ფუნქცია, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მომხმარებელს, ბარათით გადახდა 3-ჯერ უფრო სწრაფად განახორციელონ ვიდრე სხვა ნებისმიერი ტიპის ბარათით.
ბიზნეს კლიენტებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ უკონტაქტო ვიზა ბიზნეს ბარათით.
დამატებითი კომფორტისათვის პროკრედიტ ბანკი მომხმარებელს ახლა უკვე სთავაზობს Pay Sticker-ს. სტანდარტული პლასტიკური ბარათისგან განსხვავებით, Pay Sticker პატარა ზომის ბარათია, რომელსაც მომხმარებელი სასურველ ნივთს ამაგრებს, მაგალითად მობილურ ტელეფონს და გადახდის დროს ამ ნივთს ადებს პოს ტერმინალს. Pay Sticker-ით სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ფლობდეს პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათს. უკონტაქტო ბარათებისა და Pay Sticker-ით 50 ლარამდე შესყიდვა პინ-კოდის შეყვანის გარეშე ხდება, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია მომხმარებლისათვის. თუ თქვენი შესყიდვის ღირებულება 50 ლარს აღემატება, დამატებით დაგჭირდებათ პინ კოდის მითითება ტერმინალზე.
უკონტაქტო ბარათების ღირებულება ბარათების არსებული ღირებულების ანალოგიურია, Pay Sticker-ის ფასი კი 20 ლარს შეადგენს, რომელსაც იხდით ერთჯერადად, Pay Sticker-ის შეკვეთისას.
უკონტაქტო გადახდა გადახდის თანამედროვე ფორმაა, რაც მომხმარებელს უზოგავს დროს და უმარტივებს ანგარიშსწორებას სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში.