Eng

უნიკალური მომსახურება "შესყიდვა თანხის განაღდებით“

გამოქვეყნდა: 1.04.2019

თუ თქვენ ფლობთ პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათს დღეიდან, უნიკალური მომსახურებით - „შესყიდვა თანხის განაღდებით“ ისარგებლებთ. რაც გულისხმობს უნაღდო ანგარიშსწორებისას, ბარათიდან თანხის განაღდების შესაძლებლობას, მინიმუმ 50 და მაქსიმუმ 200 ლარის ფარგლებში.

„შესყიდვა თანხის განაღდებით“ პირველად საქართველოში მხოლოდ პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მომსახურებით სარგებლობა სრულიად უფასოა და არ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას. სერვისის მისაღებად საჭიროა მხოლოდ პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათი და შესყიდვის ოპერაციის შესრულება პროექტში ჩართულ ობიექტებში. დღის განმავლობაში 20 ასეთი ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი.

ინფორმაცია ობიექტების შესახებ, სადაც ნებისმიერ დროს შეძლებთ შესყიდვას თანხის განაღდებით ბანკის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ . პროექტი საწყის ეტაპზეა და კომპანიების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაიზრდება.

ამ სასიამოვნო სიახლის დანერგვით, პროკრედიტ ბანკის პლასტიკური ბარათი კიდევ უფრო მრავალფუნქციური გახდა!