Eng

ღონისძიება პროკრედიტ ბანკში - 100 ათასი პოეტი ცვლილებების მხარდასაჭერად

გამოქვეყნდა: 24.09.2015

შაბათს, 26 სექტემბერს პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისმა ქართველი ხელოვანების მიერ ორგანიზებულ ძალიან საინტერესო და ამავე დროს განსხვავებულ ღონისძიებას უმასპინძლა.

უკვე 5 წელია, რაც ყოველი წლის 26 სექტემბერს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში “100 ათასი პოეტი ცვლილებების მხარდასაჭერად” აღინიშნება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში პოეტები, მხატვრები, მწერლები, ფერმწერები და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლები საკუთარი შემოქმედებით ძირითად გზავნილებს გამოხატავენ - “მშვიდობა, ადამიანთა უფლებების დაცვა, სტაბილურობა”. (http://www.100tpc.org/ ) წელს პირველად, ღონისძიებას საქართველოც შეურთდა.

ჩვენი ბანკი გვერდით დაუდგა ქართველი ხელოვანების წამოწყებას და შესაბამისი სივრცე გამოუყო. საპრესკონფერენციო დარბაზში ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ბანკის ეზოში კი პოეზიის საღამო გაიმართა.