"შეცვალე!" - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას!
თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო.
გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეორგოლით ხსნის, რომელიც მიკროფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ გავუფრთხილდებით. ეკოლოგიის საკითხების ყურადღების ცენტრში მოქცევით, პროკრედიტ ბანკი ეუბნება თითოეულ ადამიანს, რომ მან არ უნდა დაკარგოს კავშირი ბუნებასთან და მიანიშნებს, რომ თითოეული ჩვენგანის როლი ამ პროცესში გადამწყვეტია.
"გვინდა, საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახოს გარემოსთვის ზიანის მიყენებით გამოწვეული საფრთხეები და ეკოლოგიური კატასტროფის რისკი, რომლის წინაშეც შეიძლება დავდგეთ, თუკი არ შევცვალეთ ჩვენი ქცევა", - აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.
ამბავი ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების, "იგის", ინსპირაციით შევქმენით. სცენარი წარმოსახვით მომავალში ვითარდება. ვიდეოს მთავარი გმირი მთხრობელია, რომელიც როიალზე უკრავს. ფიქრებს ის წარმოსახვით სამყაროში გადაყავს, სადაც ადამიანები, "იგის" პერსონაჟების მსგავსად, მოხრილები არიან და მათი თვალსაწიერი ვიწროა. ეს პრეისტორიული ხანის მოხრილი ადამიანის რეკონსტრუქციაა. ვიდეოში მეტაფორულადაა ასახული ეკოლოგიური კატასტროფის შედეგი - სახეცვლილი სამყარო, სადაც ბუნება, ჰაერი და მიწა გამოფიტულია. შესაძლოა, რომ ეს ეს რეალობა დაგვიდგეს, თუ დღესვე არ შევიცვლით ქცევას და დღესვე არ დავიწყებთ გარემოზე ფიქრს.
შენ შეგიძლია შეცვალო სცენარი! - ვიდეო ამ ოპტიმისტური მესიჯით მთავრდება და ცვლილებების აუცილებლობისკენ მოგვიწოდებს. სწორედ იგის მსგავს ადამიანს, თითოეულ ინდივიდს, შეუძლია გარდამტეხი როლი ითამაშოს, ბიძგი მისცეს ცვლილებებს.
ვიდეო ასეთი კოლაბორაციით შეიქმნა: Brand: ProCredit Bank Georgia; Agency – Kraken; Production: Akka Productions; Music and Sound - Heima Production