Eng

ცვლილება კანონში „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“!

გამოქვეყნდა: 8.12.2023

2024 წლის 1 იანვრიდან იზრდება დაზღვეული დეპოზიტების სადაზღვევო ზედა ზღვარი და არსებული 15 000 ლარის ნაცვლად, განისაზღვრება 30 000 ლარის ოდენობით.

შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დეპოზიტორის დეპოზიტებზე/ანგარიშებზე არსებული თანხა ანაზღაურდება 30 000 ლარის ფარგლებში დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებგვერდს: www.diagency.ge

პროკრედიტ ბანკი 2018 წლის 1 იანვრიდან მონაწილეობს „დეპოზიტების დაზღვევის სიტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში.