Eng

1 აპრილიდან იცვლება 3D უსაფრთხოების კოდის მიღების სერვისი

გამოქვეყნდა: 12.03.2020

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 1 აპრილიდან იცვლება 3D უსაფრთხოების კოდის მიღების სერვისი. კერძოდ, ბარათით განხორცილებული ონლაინ შესყიდვის დადასტურება ყოველ ჯერზე დინამიურად გენერირებული ერთჯერადი კოდის საშუალებით მოხდება და სმს-ის სახით გაიგზავნება.

  • ბანკის VISA და MasterCard ბარათებზე 3D კოდის მიღების სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარ უშუალოდ ბარათის მფლობელის მიერ მოხდეს კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომრის ბანკში რეგისტრირება. აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია, როგორც ბანკის ფილიალში ვიზიტისას, ასევე დამოუკიდებლად ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით:
    მენიუდან “ჩემი პროფილი“, შემდეგ „პერსონალური ინფორმაცია“, ვირჩევთ „ტელეფონის ნომერი პლასტიკური ბარათებისთვის“ და ვუთითებთ საკონტაქტო ნომერს.

მომხმარებლების მიერ საკონტაქტო ნომრის წინასწარი რეგისტრაცია მნიშვნელოვანია, რათა 2020 წლის 1 აპრილიდან არ შეფერხდეს “Verified by VISA”-ს და “MasterCard SecureCode” სტატუსის მქონე ვებ-გვერდებიდან ონლაინ შესყიდვების განხორციელება.