Eng

ფინანსური განათლება, მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის

გამოქვეყნდა: 2.07.2026


ყოველი ბიზნესი იდეით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში წარმატების მთავარი განმსაზღვრელი არა მხოლოდ იდეა, არამედ მისი სწორად განვითარებისა და მართვის უნარი ხდება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ქალი, რომელიც საკუთარ ბიზნესს ავითარებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

ქალები ბიზნესში - Women in Business პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და პროკრედიტ ბანკი პარტნიორობით ახორციელებენ, სწორედ ამ მიმართულებით ქმნის დამატებით შესაძლებლობებს. პროგრამა ქალ მეწარმეებს სთავაზობს, როგორც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ასევე არაფინანსურ მხარდაჭერას: ტრენინგებს, საკონსულტაციო პროექტებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც ბიზნესის ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან ზრდას უწყობს ხელს.

როდესაც ხედავ, რომ შენს იდეებსა და მიზნებს არა მხოლოდ ფინანსური რესურსით, არამედ ცოდნითა და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებითაც უჭერენ მხარს, ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს, უფრო თამამად დაგეგმო ბიზნესის შემდეგი ნაბიჯები.“ - ნინო დევაძე, მუსიკის სახლი

პროგრამის ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ფინანსური მენეჯმენტის ჯგუფური საკონსულტაციო პროექტი იყო, რომელშიც ოთხი ქალი მეწარმე ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, ბიზნესის განვითარების პროცესში მსგავსი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ - როგორ დაგეგმონ ფინანსები უფრო ეფექტიანად, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შექმნან ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის მყარი საფუძველი. ექვსთვიანმა საკონსულტაციო პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცათ საკუთარი ბიზნესი ფინანსური მართვის პერსპექტივიდან შეეფასებინათ, ახალი მიდგომები გამოეცადათ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები შეესწავლათ. მიღებული ცოდნა მათ ბიზნესის ფინანსური პროცესების უფრო ეფექტიანად მართვაში დაეხმარა.





ფინანსური მენეჯმენტის პროექტმა საშუალება მომცა, ჩემი ბიზნესის ფინანსურ პროცესებს უფრო სტრუქტურირებულად შევხედო“ - სალომე ინაძე, რე-ფრეში

ბევრი ბიზნეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ფინანსურ შედეგებზე აისახება. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსების სწორად მართვა, რათა ბიზნესი არა მხოლოდ დღეს, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც მდგრადად განვითარდეს.“ - თეონა ჩიჩუა, კოპტერ ტექი

ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება - სწორედ ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას ემსახურება ქალები ბიზნესში პროგრამა. უკვე მესამე წელია, EBRD-ისა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობით, პროგრამა ქალ მეწარმეებს ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაში, არამედ იმ უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაშიც, რომლებიც გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.



ბიზნესის განვითარება მუდმივ ზრდასა და ახალ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. რაც უფრო ვითარდები და ახალ ცოდნას იძენ, მით უკეთ ახერხებ ცვლილებებთან ადაპტირებას და ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას.“ - ნინო მერის მაძღარაშვილი, Nino Meris

ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც მეწარმეს ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და სწორი მხარდაჭერის დახმარებით საკუთარი იდეის წარმატებულ ბიზნესად ქცევაში ეხმარება.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალები ბიზნესში რეგიონალური პროგრამის ფარგლებში.