Eng

CEB დაფინანსების პროგრამა

გამოქვეყნდა: 24.04.2020

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა (CEB) და პროკრედიტ ბანკს შორის ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკი 25 მლნ საკრედიტო რესურს მიიღებს, მცირე და საშუალო ბიზნესების დასაფინანსებლად. რესურსის გამოყოფა რამდენიმე ტრანშად განხორციელდება.

პროგრამის მიზანს, SME კომპანიებისთვის საკრედიტო რესურსზე ხელმისაწვდომობის გზით, მუდმივი და სეზონური სამუშაო ადგილების შექმნა და ქვეყანაში დასაქმების ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.

განსაზღვრულია ის ინიციატივები, რომლებიც პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება და მოიცავს ინვესტიციებს როგორც ძირითად, ასევე საბრუნავ საშუალებებში.

აღნიშნული ფინანსური რესურსი, მნიშვნელოვანი სოციო-ეკონომიკური ხასიათის მატარებელია, რადგან ითვალისწინებს იმ მცირე და საშუალო კომპანიების დაფინანსებას, რომლებსაც სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი აქვთ, და მნიშვნელოვანი გავლენა შეუძლიათ მოახდინონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და წარმოების სექტორის მოდერნიცაზიის მიმართულებით.