Eng

ელექტრომობილი ჭკვიანური არჩევანი ბიზნესისთვის

გამოქვეყნდა: 25.03.2025

ეკომეგობრული ტრანსპორტი: სწორი ინვესტიცია ბიზნესისთვის

ბიზნესის განვითარებისთვის სწორი ინვესტიციების განხორციელება გადამწყვეტია. დღეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე გადასვლა არა მხოლოდ გარემოს დაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, არამედ ეკონომიკურად მომგებიანი გადაწყვეტილებაცაა. სწორედ ამიტომ, პროკრედიტ ბანკი ბიზნესებსა და ინდივიდუალურ პირებს Eco Mobility სესხს სთავაზობს, რომელიც იდეალური შესაძლებლობაა ელექტრომობილის შეძენისთვის.

რატომ ელექტრომობილი?

ელექტრომობილებისადმი ინტერესი მზარდია, რაც განპირობებულია მათი პრაქტიკულობით, მოვლასთან დაკავშირებული დაბალი ხარჯებითა და ეკომეგობრულობით. ელექტრომობილები გარემოზე ბევრად ნაკლებ გავლენას ახდენენ, ვიდრე შიგაწვის ძრავიანი ავტომობილები, რომლებიც ყოველწლიურად ასობით მილიონ ტონა CO2-ს გამოყოფენ და აჩქარებენ კლიმატის ცვლილების პროცესს.

შიგაწვის ძრავიან მანქანებთან შედარებით, მათი მოვლა გაცილებით იაფია – არ არის საჭირო ზეთის ხშირი შეცვლა და ძვირადღირებული დეტალების შეკეთება. გარდა ამისა, საწვავის მოხმარების შემცირებით, ბიზნესი შეძლებს მნიშვნელოვანი თანხების დაზოგვას.

საქართველოში ელექტრომობილების მფლობელებს დამატებითი ბენეფიტებიც აქვთ – მათთვის პარკინგი უფასოა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში, სადაც პარკირების ხარჯები ბიზნესებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

ეკოლოგიურ ტრანსპორტზე გაზრდილი მოთხოვნა

ელექტრომობილებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ბაზარზე, რაც ბიზნესებს ახალ შესაძლებლობებს უქმნის და ხელს უწყობს ინფრასტრუქტურის განვითარებასაც.

პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობით, ერთ-ერთმა წამყვანმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, სქაიტელმა, უკვე გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკომეგობრული ტრანსპორტის მიმართულებით. კომპანიამ 20-მდე ელექტრომობილი შეიძინა, რომლებიც თანამშრომლებს ბიზნესის მიზნებისთვის გადაეცათ.

სქაიტელის წარმომაგდენლის თქმით, ეკომეგობრულ ტრანსპორტზე გადასვლა მათთვის სტრატეგიული გადაწყვეტილებაც იყო “ეს არა მხოლოდ გარემოს დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, არამედ ბიზნესის ეფექტიანობასაც ზრდის. მსგავსი ინიციატივები საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად გამოვიყენოთ რესურსები მიმდინარე გამოწვევების საპასუხოდ და ამავე დროს ვიზრუნოთ ბიზნესის ზრდაზე. ელექტრომობილების გამოყენებამ საგრძნობლად შეგვიმცირა საწვავის ხარჯები. კომპანიებისთვის, რომლებიც მდგრად განვითარებაზე ფიქრობენ, მსგავსი ინიციატივები უბრალოდ უალტერნატივოა. ჩვენ უკვე ნათლად ვხედავთ ამ ნაბიჯის ეკონომიურ და ეკოლოგიურ სარგებელს“._ამბობს სქაიტელის ოპერაციული დირექტორი, თეიმურაზ სარდაროვი.

სქაიტელის ინვესტიციამ საშუალოდ 40,900 ლიტრი საწვავის დაზოგვა გახადა შესაძლებელი და ამავდროულად, თავიდან აიცილა 85.8 ტონა ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გამოფრქვევა.

სქაიტელის მსგავსად, ეკოლოგიური ტრანსპორტზე გადასვლით შპს” ლოტუსმაც” წელიწადში დაახლოებით 52 ათასი ლიტრი საწვავი დაზოგა, რაც ნიშნავს, რომ გარემოში 108 ტონაზე ნაკლები CO2-ის გამოყოფა აიცილა თავიდან.
ჩვენი კომპანიისთვის ელექტრომობილებზე გადასვლა არ იყო მხოლოდ ტრენდი – ეს იყო გაცნობიერებული ნაბიჯი, რომელსაც გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს. პროკრედიტ ბანკთან თანამშრომლობამ კი, ეს პერსპექტივა უფრო რეალური და ხელმისაწვდომი გახადა” - ლაშა ჩუბინიძე, შპს “ლოტუსის” დირექტორი.

Eco Mobility სესხი – განსაკუთრებული პირობები ელექტრომობილის შესაძენად

პროკრედიტ ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ეკომეგობრულ ტრანსპორტს და თავადაც 100%-ით ელექტრომობილებზეა გადასული. ბანკი არა მხოლოდ იყენებს ეკო-ტრანსპორტს, არამედ ბიზნესებსა და მომხმარებლებს სპეციალური პირობებით ელექტრომობილების შეძენაში ეხმარება.

საქართველოში ელექტრომობილების პოპულარობა იზრდება, თუმცა ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებაც თვალსაჩინოა. ბანკმა უკვე 30-ზე მეტი უფასო დამტენი სადგური დაამონტაჟა, რითაც ხელს უწყობს ეკოლოგიური ტრანსპორტის გავრცელებას.

მზარდი ინტერესი და დაბალი საოპერაციო ხარჯები კიდევ უფრო ამყარებს ელექტრომობილების მნიშვნელობას, რაზეც პროკრედიტ ბანკი ინოვაციური მიდგომით აქტიურად რეაგირებს.

ბანკი მომხმარებელს ასევე სთავაზობს განსაკუთრებულ პირობებს ელექტრომობილის შეძენისთვის:

გაცემის საკომისიო – 1%

თანამონაწილეობა – 0%

მაქსიმალური ვადა – 72 თვე

გარდა ამისა, Eco Mobility სესხის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ:

  • ტესტ დრაივის შესაძლებლობა პროკრედიტ ბანკის პარტნიორ დილერებთან;
  • სესხის მიღება განსაკუთრებული საბაზრო პირობებით;
  • სპეციალური სადაზღვევო პაკეტების არჩევა;
  • კონსულტაციის შესაძლებლობა გამოცდილ მრჩეველთან.

გაიგეთ მეტი

თუ თქვენც გსურთ ელექტრომობილის შეძენა და სარგებლობა Eco Mobility სესხის უპირატესობებით, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი საკონტაქტო ნომრის მითითებით, რათა ბანკის წარმომადგენელი დაგიკავშირდეთ.

ელექტრო მანქანის ყიდვის დროა!