Eng

EU4Business ინიციატივის ფარგლებში EIB ჯგუფი ხელს აწერს პირველ საგარანტიო ხელშეკრულებებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

გამოქვეყნდა: 27.10.2017

ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდმა (EIF) - ერთობლივად EIB ჯგუფმა - პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან პირველი საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა. ხელშეკრულებების მიზანია საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსება EU4Business ინიციატივის ფარგლებში. შეთანხმება ითვალისწინებს 100 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციას.

გაფორმებული ხელშეკრულებები ზემოაღნიშნულ ქვეყნებში მოქმედ პროკრედიტ ბანკებს საშუალებას მისცემს ხელი შეუწყონ ადგილობრივი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს, თითოეულ სესხზე 70%-იანი გარანტიის გაცემას, დაფინანსების ხელსაყრელ პირობებს, მათ შორის, გირაოზე შემცირებულ მოთხოვნას. ახალი საგარანტიო გარიგება უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოების დამატებით დაფინანსებას, რაც საბოლოო ჯამში საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში სამუშაო ადგილებს და ახალ ბიზნეს შესაძლებლობების შექმნის. გარანტიები ფინანსდება ევროკავშირის მიერ, სამეზობლო საინვესტიციო ფონდის საშუალებით, EU4Business ინიციატივის კონტექსტში.

EIB ჯგუფი ევროკავშირთან შეთანხმებით იმ ქვეყნებში მოქმედებს, რომლებმაც ასოცირების შეთანხმება გააფორმეს. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვეთის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს გაეწევა ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა. EU4Business ინიციატივის საშუალებით ევროკავშირი აღმოსავლეთ პატნიორობის ქვეყნებში ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსების ხელმისაწვდომობის გაზრდით, ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებითა და ადგილობრივი ბიზნესისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევით.

ვაზილ ჰუდაკი, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, უკრაინასა და საქართველოს კურატორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა EIB ჯგუფის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რადგან მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებით ჩვენ ხელს ვუწყობთ ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებსა და დასაქმებას. ჩვენს ხანგრძლივ პარტნიორ - პროკრედიტ ჰოლდინგთან და მის შვილობილ კომპანიებთან გაფორმებული ეს საგარანტიო ხელშეკრულებები დაგვეხმარება კავშირი დავამყაროთ იმ ქვეყნებში მოქმედ მცირე და საშუალო საწარმოებთან, რომლებმაც ასოცირების შესახებ შეთანხმებები გააფორმეს ევროკავშირთან, ასევე გავზარდოთ მნიშვნელოვანი გრძელვადიანი დაფინანსების ხელმისაწვდომობა ახალი პროექტების შექმნის და უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად.“

ალექსანდერ სტაბი, EIB-ის ვიცე-პრეზიდენტი, მოლდავეთის კურატორი: „მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის გაძლიერების მიზნით EIB ჯგუფის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ დივერსიფიკაციას, მთლიანი შიდა პროდუქტის მიღებაზე მცირე საწარმოების წილის ზრდის კუთხით. მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც გულისხმობს საშუალო კლასის შემდგომ განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს პოლიტიკურ სტაბილურობას და გაზრდის მოქალაქეების ცხოვრების დონეს.“

ჰუბერტ კოტონი, ევროპის საინვესტიციო ფონდის მანდატების მართვის დეპარტამენტის უფროსი: „ეს EIB ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან გაფორმდა პირველი საგარანტიო ხელშეკრულებები, რომლებსაც EIB და EIF ერთობლივად განახორციელებენ საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, ეს გარიგებები აღნიშნულ ქვეყნებში ბიზნესის მნიშვნელოვან მხარდაჭერას უზრუნველყოფს იმ დროს, როდესაც ფინანსების ხელმისაწვდომობა კვლავ უმთავრეს საზრუნავად რჩება მრავალი კომპანიისთვის. "

ბორისლავ კოსტადინოვი, პროკრედიტ ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევვრი: „ჩვენ ვამაყობთ, რომ პროკრედიტ ბანკი წარმოადგენს ბანკების პირველ ჯგუფს, რომელმაც საგარანტიო ხელშეკრულებები გააფორმა EU4Business ინიციატივის ფარგლებში, საქართველოში, მოლდავეთსა

და უკრაინაში საქმიანობისთვის. ამ ქვეყნებში ჩვენს ბანკს მჭიდრო ურთიერთობა აქვს მცირე და საშუალო საწარმოებთან. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გარანტიები ხელს შეუწყობს ამ სექტორის მოდერნიზაციაში შემდგომი ინვესტიციების განხორციელებას".

ზოგადი ინფორმაცია:

ევროპის საინვესტიციო ბანკის შესახებ:

EIB - ევროპის საინვესტიციო ბანკი - არის AAA რეიტინგის მქონე, ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც სასესხო კაპიტალის ბაზრებიდან იზიდავს სახსრებს შემდგომი გასესხების მიზნით ისეთი ინვესტიციების დასაფინანსებლად, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესრულებას უწყობს ხელს. EIB მიღებულ ფინანსურ უპირატესობას ანაწილებს სარგებლიანი პირობებით, როგორიცაა მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთი და დაფარვის ხანგრძლივი ვადა, ისეთ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის ამოცანების შესასრულებლად და თანხვედრაშია ბანკის განზრახვასთან ხელი შეუწყოს ჯანსაღ, მდგრად ინვესტიციებს. EIB-ის დიდი გამოცდილება პროექტების დაფინანსებაში, საკუთარი დარგობრივი ექსპერტული ცოდნა და ევროპული პოლიტიკის საფუძვლიანი ცოდნა აადვილებს ისეთი პროექტების განსაზღვრას, რომლებიც ერგება როგორც ეროვნულ, ასევე ევროკავშირის პრიორიტეტებს. EIB-ის მიერ პროექტის შეფასების ეტაპი მოიცავს ტექნიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, გარემოს და სოციალურ ასპექტებს, ისევე როგორც საკრედიტო რისკებს, უზრუნველყოფს შესაფერისი მამოძრავებლების და პირობების შექმნას და ეხმარება პროექტების ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჩამოყალიბებაში. აქედან გამომდინარე, EIB ერთგვარი ფლაგმანია საზღვრებს მიღმა ევროკავშირის პოლიტიკის გატარებაში, ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას და აადვილებს სხვა დამფინანსებელთა მონაწილეობას ევროკავშირისთვის პრიორიტეტულ პროექტებში.

ევროპის საინვესტიციო ფონდის შესახებ

ევროპის საინვესტიციო ფონდი (EIF) ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია. მისი ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. ევროპის საინვესტიციო ფონდი ქმნის და ავითარებს სარისკო კაპიტალს და კაპიტალის ზრდას, გარანტიებს და მიკროსაფინანსო ინსტრუმენტებს, რომლებიც კონკრეტულად ბაზრის ამ სეგმენტზეა გათვლილი. ამ მხრივ, ევროპის საინვესტიციო ფონდი ხელს უწყობს ევროკავშირის მიზნების განხორციელებას ინოვაციის, კვლევის და განვითარების, მეწარმეობის, ზრდისა და დასაქმების მხარდასაჭერად.

პროკრედიტ ჰოლდინგის შესახებ

პროკრედიტ ჰოლდინგი AG & Co. KgaA, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ფრანკფურტ ამ მაინში, გერმანია, არის განვითარებაზე ორიენტირებული პროკრედიტ ჯგუფის დამფუძნებელი კომპანია. პროკრედიტ ჯგუფი შედგება მცირე და საშუალო ზომის კომპანიების მომსახურე კომერციული ბანკებისგან, რომლებიც ძირითადად საქმიანობენ სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. რეგიონებში დამკვიდრების გარდა, ჯგუფი ასევე საქმიანობს გერმანიასა და სამხრეთ ამერიკაში. კომპანიის აქციები ივაჭრება ფრანკფურტის საფონდო ბირჟის პრემიუმ სეგმენტში. პროკრედიტ ჰოლდინგის ძირითადი აქცინორები არიან სტრატეგიული ინვესტორები Zeitinger Invest და ProCredit Staff Invest (რომელიც მოიცავს საინვესტიციო მექანიზმებს პროკრედიტის საშტატო თანამშრომლებისთვის), Dutch DOEN Participaties BV, KfW და IFC (მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი). გერმანიის საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის თანახმად, პროკრედიტ ჰოლდინგ AG & Co. KgaA-ის, როგორც პროკრედიტ ჯგუფის წამყვანი კომპანიის, ზედამხედველობას კონსოლიდირებულად ახორციელებენ გერმანიის ფინანსური ზედამხედველობის ფედერალური სამმართველო (Bundesanstalt für Finanzdienstleistungsaufsicht, BaFin) და Deutsche Bundesbank. დამატებითი ინფორმაციისთვის, ესტუმრეთ ვებგვერდს მისამართზე: www.procredit-holding.com.

EU4Business-ის შესახებ:

EU4Business არის ევროკავშირის ინიციატივა რომელიც ეხმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ექვს ქვეყანას (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდავეთის რესპუბლიკა და უკრაინა) თავისი პოტენციალის სრულად რეალიზებაში და ეკონომიკურ განვითარებაში.

EU4Business ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გადადით ბმულზე: www.eu4business.eu.