Eng

პროკრედიტ ბანკი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქალთა ლიდერობის პროგრამის მონაწილე და მხარდამჭერია

გამოქვეყნდა: 27.06.2025


პროკრედიტ ბანკი ჰარვარდის უნივერსიტეტის ქალთა ლიდერობის პროგრამის მონაწილე და მხარდამჭერია.

სასერტიფიკატო პროგრამა თემაზე ლიდერობა: ორგანიზაციული ცვლილებებისა და წარმატების მართვაპირველად იმართება საქართველოში და რეგიონის მასშტაბით ფინანსურ სექტორში ჩართულ ქალ მენეჯერებს, უნიკალურ შესაძლებლობას უქმნის.

პროგრამის ფარგლებში, გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: “დღევანდელი საბანკო სექტორი - მთავარი ფაქტორები ლიდერებისთვის”, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის პროფესორი და პროგრამის ხელმძღვანელი ლორი პასკალი უძღვებოდა. თემაზე სასაუბროდ აზიის განვითარების ბანკის ADB-ის, ევროპის საინვესტიციო ბანკის EIB-ის, UN women-ის წარმომადგენლები და პროკრედიტ ბანკის დირექტორი ზეინაბ ლომაშვილი იყვნენ მიწვეულები.

პანელური დისკუსიის ფარგლებში, ზეინაბმა თანამედროვე ლიდერების გამოწვევებზე და ადამიანზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, თუ როგორ შეუძლიათ ქალებს ლიდერობის სტილის გარდაქმნა.

„ლიდერობა დღეს ნიშნავს სხვების განვითარებაზე ზრუნვას და საკუთარი გზის მიზანმიმართულად ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა მან.

ქალთა ლიდერობის პროექტი, მიზნად ისახავს, რეგიონში ფინანსურ სექტორში დასაქმებული 30-ზე მეტი ქალის ლიდერული უნარების გაძლიერებას და სასერტიფიკატო პროგრამაში პროკრედიტ ბანკის ორი წარმომადგენელიც მონაწილეობს.

პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) მხარდაჭერით და დანიის მთავრობისა და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.