USD Libor განაკვეთის ჩანაცვლება
ვინაიდან 2023 წლის 30 ივნისიდან, ICE Benchmark Administration (IBA)-ს მიერ აღარ მოხდება 3 თვიანი და 6 თვიანი USD Libor განაკვეთების გამოქვეყნება, USD Libor განაკვეთის ჩანაცვლება მოხდება საერთაშორისო ბაზრებზე მიღებული სანდო, საჯაროდ ხემისაწვდომი ინდექსით - შესაბამისი ვადიანობის CME Term SOFR-ს დამატებული კორექტირების ფაქტორი (Spread Adjustments). კორექტირების ფაქტორის გაანგარიშება მოხდება ცვლილების დღეს შესაბამისი ვადიანობის USD Libor-სა და CME Term SOFR-ს შორის ფაქტიური სხვაობით. გთხოვთ გაითვალისწონოთ რომ კორექტირების ფაქტორი (Spread Adjustments)-ის გაანგარიშება მოხდება იმგვარად, რომ კლიენტს ცვლილების დღეს არ გაეზარდოს სესხზე ჯამური საპროცენტო განაკვეთი. ცვლილება განხორციელდება ორი თვის შემდეგ, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა. იმ შემთხვევაში თუ არ ეთახმებით აღნიშნულ ცვლილებას, გთხოვთ მომდევნო ორი თვის მანძილზე წერილობით მოგვმართოთ.
CME Term SOFR-ის მიმდინარე საპროცენტო განაკვეთები გთხოვთ იხილოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე www.cmegroup.com