Eng

სალარე და სავალუტო გადარიცხვები

ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვები ლარში და უცხოურ ვალუტაში, თქვენი ბიზნესის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ განსახორციელებლად.

გადარიცხვები საქართველოში

ლარში გადარიცხვები

გადარიცხეთ თანხა ეროვნულ ვალუტაში საქართველოს მასშტაბით.

გადარიცხვის ტარიფი

ლარი

0.07%, მინ. 1 ლარი

უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები USD/UER

პროკრედიტ ბანკში ქვეყნის შიგნით აშშ დოლარსა და ევროში გადარიცხვები ხორციელდება RTGS სისტემით, საქართველოს ეროვნული ბანკის გავლით.

აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს, 17:00 მდე შესრულებული გადარიცხვების, თანხის მიმღების ანგარიშზე იმავე სამუშაო დღეს ასახვას.

გადარიცხვის ტარიფი

გადარიცხვის თანხა

ტარიფი

1 000-მდე

2.5 აშშ დოლარი/ევრო

1 000–10 000

3.5 აშშ დოლარი/ევრო

10 000–100 000

8 აშშ დოლარი/ევრო

100 000-ზე მეტი

20 აშშ დოლარი/ევრო

საერთაშორისო გადარიცხვები

პროკრედიტ ჯგუფის მთავარი საკორესპონდენტო ბანკია პროკრედიტ ბანკი გერმანია, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო გადარიცხვები და ჩარიცხვები ხორციელდება ეფექტურად და ხელსაყრელი პირობებით.

საკორესპონდენტო ურთიერთობა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ შეღავათიანი პირობებით ევროში საერთაშორისო გადარიცხვებისა და თანხის მიღებისას.

გადარიცხვის ტარიფი
ვალუტატარიფი

აშშ დოლარში (USD)

0.16%, მინ. 12 აშშ დოლარი, მაქს. 500 აშშ დოლარი

ევროში (EUR)

8 ევრო

აშშ დოლარში, თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით

სტანდარტულ საკომისიოს + 25 აშშ დოლარი

ევროში, თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით

20 ევრო

ევროში, გერმანიის მიმართულებით, თანხის სრულად ჩარიცხვის გარანტიით

12 ევრო

გადარიცხვები თურქულ ლირაში

პროკრედიტ ბანკში შეგიძლიათ საერთაშორისო გადარიცხვების განხორციელება თურქულ ლირაშიც (TRY), ფიქსირებული საკომისიოთი.

გადარიცხვის ტარიფი

თურქულ ლირაში (TRY), არაგარანტირებული

700 TRY

თურქულ ლირაში (TRY), გარანტირებული

1 600 TRY

ProPay - გადარიცხვები პროკრედიტ ჯგუფის ქვეყნებს შორის

თუ თქვენს ბიზნესპარტნიორს ანგარიში გახსნილი აქვს პროკრედიტ ჯგუფის რომელიმე ბანკში, შეგიძლიათ ისარგებლოთ ProPay გადარიცხვების სისტემით და თანხა სპეციალური, დაბალი ტარიფით გადარიცხოთ.

ProPay გადარიცხვები ხელმისაწვდომია პროკრედიტ ჯგუფის ბანკებს შორის შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, კოსოვო, ალბანეთი, ბულგარეთი, სერბეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მოლდოვა, უკრაინა, რუმინეთი და საბერძნეთი.

გადარიცხვის ტარიფი

ვალუტა

ტარიფი

აშშ დოლარი

5 აშშ დოლარი

ევრო

2.5 ევრო