Eng

ოფსეტი იპოთეკური სესხისთვის


თუ სარგებლობ იპოთეკური სესხით, შეგიძლია გაიაქტიურო ოფსეტის ფუნქცია და შეიმცირო შენს სესხზე თვიური საპროცენტო დანახარჯი. ამისათვის საჭიროა, განათავსო თანხა ოფსეტის ანგარიშზე და მასზე ყოველდღიურად პროცენტის დაანგარიშებით ნაწილობრივ დააბალანსო სესხზე გადასახდელი პროცენტის ოდენობა.

შენი იპოთეკური სესხის მიმდინარე ნაშთის 50% არის ის მინიმალური ზღვარი, სადამდეც შესაძლებელია ოფსეტის ფუნქციის გამოყენებით შეგიმცირდეს სესხზე თვიურად დასარიცხი საპროცენტო განაკვეთი.

ვისთვის არის ოფსეტი?

  • მხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, მიმდინარე ტიპის ანგარიშის გახსნის გზით;
  • ოფსეტის ფუნქციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ახალ ასევე მიმდინარე იპოთეკურ სესხებზე.

ოფსეტის გააქტიურება

  • ოფსეტის ფუნქციის აქტივაცია და ანგარიშის მომსახურება - უფასოა;
  • ოფსეტის გააქტიურება შესაძლებელია ონლაინ, ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ან ფილიალში ვიზიტით.

ოფსეტის ანგარიშის პირობები:

  • ოფსეტის ანგარიში შესაძლებელია გაიხსნას ლარში/აშშ დოლარში/ევროში;
  • ანგარიშის ვალუტა არ უნდა განსხვავდებოდეს იპოთეკური სესხის ვალუტისაგან;
  • ანგარიშზე განთავსებული თანხ(ებ)ის განკარგვა შეუზღუდავია; ამასთან, აღნიშნული ანგარიში არ წარმოადგენს საბარათე ანგარიშს;
  • ოფსეტის ანგარიშზე განთავსებულ თანხას არ ერიცხება საპროცენტო სარგებელი;
  • ოფსეტის ანგარიშზე არსებული თანხის მინიმალური ქვედა ზღვარია: 100 ერთეული. 100 ერთეულზე ნაკლები ნაშთის შემთხვევაში - არ ხდება ოფსეტ ფუნქციის გამოყენება.

ოფსეტის დეაქტივაცია

  • ოფსეტის ანგარიშის დახურვა შესაძლებელია იპოთეკური სესხის არსებობის ნებისმიერ ეტაპზე;
  • იპოთეკური სესხის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ოფსეტის ანგარიში ავტომატურად იხურება, თუ ანგარიშზე არ ფიქსირდება ფულადი სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი შეზღუდვები/ვალდებულებათა უზრინველყოფის ღონისძიებები;
  • ოფსეტის ანგარიში ნებისმიერ დროს,შესაძლებელია დაიხუროს კლიენტის და/ან ბანკის ინიციატივით.