Eng

რაულ შარაბიძის წარმატებული ნაბიჯები სალათის ფურცლების ბიზნესში

გამოქვეყნდა: 1.08.2025

დაახლოებით 1 წლის წინ რაულ შარაბიძემ მეგობრის რჩევით სალათის ფურცლების კულტივაცია დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ გარე გრუნტზე სცადა პროდუქციის მოყვანა, თუმცა ამ საქმეში მალევე დაინახა პოტენციალი და ხელვაჩაურში, სახლთან ახლოს სათბურების კეთებას შეუდგა. ახლა რაულს ორასი კვადრატული მეტრის 2 სათბური აქვს.

სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებით მუშაობა სულ რამდენიმე თვის წინ დავიწყე. თავიდან უბრალოდ დავინტერესდი და მეგობრის რჩევით საცდელად ღია გრუნტზე დავთესე სალათის ფურცლები. საბედნიეროდ, იმთავითვე კმაყოფილი დავრჩი და დავრწმუნდი, რომ ეს საქმე ფინანსურად საინტერესო იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტე ინვესტიცია სათბურების გაკეთებაში ჩამედო და დღემდე ასე ვაგრძელებ.“

მიმდინარე ეტაპზე რაული სალათის ფურცლის 1 ჯიშს - ლოლო ბიონდას - აწარმოებს, თუმცა აქამდე რამდენიმე სხვადასხვა კულტურაც სცადა. პროდუქცია თბილ სეზონზე დაახლოებით 40 დღეში ერთხელ, ხოლო ზამთარში ორ თვეში ერთხელ იკრიფება. ასეთი სიხშირის წყალობით იგი ახერხებს საბაზრო მოთხოვნის მიხედვით ცვალოს ჯიშები და ყოველ ჯერზე ის კულტურა მოიყვანოს, რომელიც მომწოდებლისთვისაა პრიორიტეტული.

ფერმერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სალათის ფურცლების უწყვეტ მიწოდება ანიჭებს, რაც მას მიმზიდველ პარტნიორად აქცევს საბითუმო მომხმარებლებისთვის.

იქედან გამომდინარე, რომ რაულს რამდენიმე საბითუმო პარტნიორი ჰყავს, რომლებიც სრულად ყიდულობეს პროდუქციას, გასაღების ნაცვლად, ფერმერი კულტივაციის პროცესზე კონცენტრირებული. მის სათბურებს რეგულარულად აკვირდება აგრონომი, რაც პროდუქციის ჯანმრთელობას უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ სათბურის ბიზნესი ცოტა ხნის წინ დაიწყო, მოკლე დროში მიღწეულმა წარმატებამ განვითარების შემდგომი მოტივაციის საფუძველი შექმნა. დღეს როცა ორი სათბური უკვე აქტიურად ფუნქციონირებს, მესამე სათბური მშენებლობის ეტაპზეა. ბიზნესის გაფართოების გეგმა რაულმა რეალობად პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით აქცია. სისწრაფე, სიმარტივე და მოქნილი პირობები, რომლებიც ბანკმა შესთავაზა, ზუსტად დაემთხვა მის მოლოდინებს - ახლა კი გაფართოებული ბიზნესით რეალიზაციის გაზრდას და ბაზრის კიდევ უფრო მეტად ათვისებას ისახავს მიზნად.

მისი წარმატების ფორმულა მარტივია: მონდომება, ინტერესი და მზადყოფნა შეცდომებისთვის, რომლებისგანაც ახალ ცოდნას ვიღებთ. სწორედ ამ მიდგომით აგრძელებს რაული საკუთარ საქმიანობას და სათბურების გაფართოვებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.