ბრუჟი - ქალაქის რიტმი ერთ სივრცეში

ქალაქის ღამეებს თავისი ხასიათი აქვს - ხმაური, შუქები, მოძრაობა და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც ახალ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს ეძებენ. სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე დაიბადა ბრუჟი - სივრცე, რომელმაც ბარის ცნება გამოცდილებად აქცია.
„ბრუჟი“ ძველი ქართული სიტყვაა და თრობას ნიშნავს. თუმცა აქ თრობას განსხვავებული გაგება აქვს და გამოხატავს მუსიკაში, საუბრებში, ურთიერთობებსა და ახალ გამოცდილებებში ბუნებრივ ჩართულობას - იმ ემოციას, რომელიც სივრცეს ადამიანებთან აკავშირებს.
ბარი, რომელიც ქალმა მეწარმეებმა გახსნეს, დაახლოებით ორი წელია გამოჩნდა ბაზარზე. ხედვა თავიდანვე მკაფიო იყო - ბრუჟს უნდა ეპასუხა ახალი თაობის მოლოდინებისთვის, შექმნილიყო არა უბრალოდ მორიგი ბარი ქალაქში, არამედ ატმოსფერო, რომელიც თავშეყრის ყოველ დღეს დასამახსოვრებელს გახდიდა.

დამფუძნებლების პირადი რესურსებით დაწყებული კოქტეილ-ბარი მალევე იქცა სივრცედ, სადაც თითოეულ დეტალს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც კოქტეილების გემოს.
“ჩვენი მთავარი ფოკუსია საფირმო სასმელების მუდმივი განვითარება და თანამედროვე ბარის კულტურის შერწყმა ქართულ იდენტობასთან.” - ბრუჟის დამფუძნებელი, ნინი კალმახელიძე.
თუმცა დღეს ბრუჟი უკვე მხოლოდ კოქტეილებზე აღარ ჩერდება. სივრცეში გაჩნდა ახალი, მნიშვნელოვანი მიმართულება - კვება. მენიუს ქმნის ჯოზი, „მასტერშეფის“ ერთ-ერთი სეზონის გამარჯვებული, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან და გამორჩეულ გემოებს სთავაზობს. ასე იქცა ბრუჟი ადგილად, სადაც საღამო სრულფასოვან კულინარიულ გამოცდილებად შეიძლება იქცეს.

“გახსნის შემდეგ ჩვენ სწრაფად გავიარეთ განვითარების გზა და ბევრი სიახლე დავნერგეთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროკრედიტ ბანკმა, როგორც სტრატეგიულმა ფინანსურმა პარტნიორმა. მისი მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა სივრცის გაფართოება და ახალი მიმართულებების დამატება. პროკრედიტ ბანკის ქალი მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა იყო ბრუჟის გაფართოების მნიშვნელოვანი ბიძგი და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სწორად მორგებულმა დაფინანსებამ, ყველასთვის პოზიტიური შედეგი მოიტანოს. ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი და საჭირო ინიციატივა, რომელიც რეალურ მხარდაჭერას უწევს ქალებს ბიზნესში; ჩვენთვის კი ძალა, რომ მომავალშიც მუდმივად ვიაროთ განვითარების გზაზე.” - ამბობს ნინი კალმახელიძე.
მომავალი ბრუჟისთვის კვლავ მოძრაობას ნიშნავს - განახლებული მენიუ, ახალი შეთავაზებები, ღონისძიებები და კოლაბორაციები. მიზანი უცვლელია: ბრუჟი დარჩეს ცოცხალ, მუდმივად განვითარებად და ხარისხზე ორიენტირებულ სივრცედ, სადაც ყოველი სტუმრობა ახალ გამოცდილებას გვპირდება.