სიახლე საბანკო მომსახურების პირობებში, 21 მარტიდან
პროკრედიტ ბანკის ფილიალებში განთავსებული თანამედროვე და ინოვაციური აპარატებით აღჭურვილი თვითმომსახურების სივრცე 24/7 საშუალებას აძლევს ჩვენი ბანკის ბიზნეს კლიენტებს და ფიზიკურ პირებს სწრაფად და მარტივად, ნებისმიერ დროს განახორციელონ  მათთვის სასურველი საბანკო ოპერაცია.  
სივრცე 24/7-ში კომპლექსური და შეუზღუდავი საბანკო მომსახურების მიღების მიზნით აუცილებელია ბიზნეს კლიენტები და ფიზიკური პირები  ფლობდნენ  პროკრედიტ ბანკის პლასტიკურ ბარათებს; შესაბამისად, ბანკი კიდევ უფრო მეტ აქცენტს აკეთებს პლასტიკური ბარათების დახვეწასა და ფუნქციურ დატვირთვაზე  და თავის მომხმარებელს 21 მარტიდან სთავაზობს შემდეგ სიახლეს:
სადებეტო პლასტიკურ ბარათებზე დღიური განაღდების ლიმიტის ზრდა: 
- ვიზა ელექტრონი/მასტერქარდ მაესტრო – 3 000 ლარი
 - ვიზა კლასიკი/მასტერქარდ სტანდარტი – 5 000 ლარი
 - ვიზა ბიზნესი - 10 000 ლარი
 - შემნახველი ბარათი - 3 000 ლარი
 
21 მარტიდან ფილიალებში იზღუდება ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები შემდეგი ლიმიტების ფარგლებში:
- თანხის შეტანა ≤ 5 000 ლარი/ აშშ დოლარი/ევრო
 - თანხის გატანა ≤ 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის
 - თანხის გატანა ≤ 5 000 ლარი იურიდიული პირებისთვის
 
აღნიშნული ლიმიტების ფარგლებში ნაღდ ფულთან დაკავშირებული ოპერაციები განხორციელდება მხოლოდ თვითმომსახურების სივრცე 24/7-ში, ამასთანავე პროკრედიტ ბანკისა და ლიბერთი ბანკის გარე ბანკომატების ქსელში.
ბანკი მომავალშიც განაგრძობს ევროპული სტანდარტების გაზიარებას და ინოვაციური ტექნოლოგიებით თქვენთვის საბანკო მომსახურების გამარტივებას.