Eng

Tender

ბანკის სათაო ოფისის თანამშრომლების და სტუმრების ადგილზე კვებით მომსახურებით უზრუნველყოფაზე

გამოქვეყნდა : 2019-10-31 14:45:00 ბოლო ვადა: 2019-11-15 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს ბანკის სათაო ოფისის თანამშრომლების და სტუმრების ადგილზე კვებით მომსახურებით უზრუნველყოფაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

**ტენდერის ძირითადი პირობები და მოთხოვნები;

** სააპლიკაციო ფორმა;

** სავარაუდო მენიუს ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.***

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

** ამონაწერი კრედიტ ინფოდან

** კომპანიის მიმოხილვა ( ინფორმაცია არსებული ანალოგიური გამოცდილების შესახებ; ობიექტების ჩამონათვალი და ა.შ )

ტენდერის მოთხოვნები:

** იხილეთ მიმაგრებული ფაილი

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.


სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ანგარიში გახსნას ს/ს „პროკრედიტ ბანკიში“

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 15 ნოემბერი 2019 წ. (16:00 საათამდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნინო სხირტლაძე

ადამიანური რესურსების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,

სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1415)

E-mail: n.skhirtladze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:


რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge