Eng

Tender

ტენდერი  პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტის  ჩატარებაზე

გამოქვეყნდა : 2023-08-14 14:45:00 ბოლო ვადა: 2023-09-01 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი, საქართველო საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: პროგრამული უზრუნველყოფის შესაბამისობის აუდიტის ჩატარებაზე

ძირითადი მოთხოვნები:

ბანკში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის „Gate2Bank Stronghold Risk Management” -ის ეროვნული ბანკის #156/04 „მომხმარებლის ძლიერი აუტენტიფიკაციის წესის“ შესაბამისად:

  1. თაღლითობის მაჩვენებლის დაანგარიშების შესაბამისობა წესთან (მეთოდოლოგიის, მოდელის და თაღლითობის მაჩვენებლის აუდიტი)
  2. მაჩვენებლების სისრულის და სისწორის გადამოწმება.

წინადადების წარდგენამდე დამატებითი ტექნიკური ინფორმაციის მისაღებად ტენდერის მონაწილეს შეუძლია მიმართოს ბანკს. ამ შემთხევაში დაინტერესებულმა მხარემ უნდა მოგვაწოდოს თანდართული ხელმოწერილი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** ფასების ცხრილი

** ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შეთანხმება (NDA)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);

** ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);

** აუდიტის აუდიტის ჩატარების ფარგლები (scope), ჩასატარებელი სამუშაოების და ვადების მითითებით

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 01 სექტემბერი 2023 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ

გთხოვთ მიმართოთ:

ანა ბოჭორიშვილი

ზოგადი რისკების ქვეგანყოფიების უფროსი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1249)

E-mail: geo.oprisk@procredit-group.com