Eng

Tender

ტენდერი ელექტრომობილების შესყიდვაზე

გამოქვეყნდა : 2025-10-09 19:00:00 ბოლო ვადა: 2025-10-23 19:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს: ელექტრო მანქანის შესყიდვაზე

ტენდერის მოთხოვნები :

** ორი ელექტო ავტომობილის შესყიდვა (ფასიდან და ტექნიკური სპეციფიკაციიდან გამომდინარე ბანკი ასევე განიხილავს მესამე მოდელის შესყიდვას)

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** ფასების ცხრილი/ მანქსნის სპეციფიკაცია

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

** შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 23 ოქტომბერი 2025 წელი 16:00 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

დავიდ ტაბიძე

ადმინსიტრაციის ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+99532) 2202222 (1860)

E-mail: david.tabidze@procredit-group.com

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:


რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტენდერში მონაწილეობის მიღება