Eng

Tender

ტენდერი მზის ენერგიაზე მომუშავე მიკრო ელექტროსადგურის მოწყობაზე

გამოქვეყნდა : 2017-11-03 17:15:00 ბოლო ვადა: 2017-11-17 18:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: მზის ენერგიაზე მომუშავე მიკრო ელექტროსადგურის მოწყობაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** სპეციფიკაცია

** ელ. სადგურისთვის განსაზღვრული შენობის შუშის სახურავის ნახაზები (ალ.ყაზბეგის #21; თბილისი)

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები

- მზის ნახევრად გამჭვირვალე პანელების (ფოტოელექტრული გარდამქმნელი) დამონტაჟება შენობის შუშის სახურავზე დამატებითი მეტალის კონსტრუქციის მშენებლობის გარეშე. ელ. სადგურის დადგმული სიმძლავრე 30-60 კვტ.

- შენობის პარკინგზე ჩასასვლელთან ნახევრად გამჭვირვალე პანელების სადემონსტრაციო მოდელის დაყენება (მიმაგრებული ფაილი #1)

- მზის პანელების გამჭვირვალობის დიაპაზონი 15-30%-ელექტროსადგურის გამანაწილებელი კომპანიის ქსელთან მიერთება ნეტო აღრიცხვის ფარგლებში “ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესაბამისად

-გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალურ დროში აღრიცხვა, დამუშავება და მონიტორზე ჩვენების საშუალება

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** მზის პანელების წარმოშობის (მწარმოებელი კომპანია და ქვეყანა) დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

** შემოთავაზებული მზის ელექტროსადგურის სავარაუდო წლიური გამომუშავება

** მზის პანელების ეფექტურობა

** მზის პანელებისა და ელქტროსადგურის სხვა შემადგენელი კომპონენტების ქარხნული გარანტია, ვადების მითითებით;

** განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი; (სასურველია) ;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;

** შევსებული და ხელმოწერილი სპეციფიკაცია;

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება შენობის შუშის სახურავზე მზის პანელების მონტაჟის და შემდგომი ექსპლუატაციის შესაძლებლობის კონსტრუქციული დასკვნის წარმოდგენაზე

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 17 ნოემბერი 2017 წელი 18 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

იოსებ როსტომაშვილი

ეკო ქვეგანყოფილების უფროსი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+99532) 2202222 (1220)

E-mail: i.rostomashvili@procreditbank.ge

ლევან ხმიადაშვილი

ენერგოეფექტურობის ექსპერტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+99532) 2202222 (1222)

E-mail: l.khmiadashvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

რუბენ კაზაროვს

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge