Eng

Tender

ტენდერი პოს-ტერმინალების მომსახურებაზე

გამოქვეყნდა : 2021-03-19 09:00:00 ბოლო ვადა: 2021-04-02 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

ს.ს. „პროკრედიტ ბანკი“ აცხადებს ტენდერს პოს ტერმინალების მომსახურებაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია);

** სააპლიკაციო ფორმა;

ტენდერის მოთხოვნები:

** ბანკის საკუთრებაში არსებული პოს ტერმინალების მომსახურება, თანდართული სპეციფიკაციის მიხედვით (დაახლოებით 1000 პოსტერმინალი)

** ტერმინალების ძირითადი ადგილმდებარეობ: თბილისი, ბათუმი და მცირე რაოდენობით: ქუთაისი, ზუგდიდი

**პოსტერმინალის რეგისტრაცია, პარამეტრიზაცია და სოფტის ჩაწერა რჩება ბანკის მხარეს.

** პოს ტერმინალის მოდელები : iWL 220 / iWL 250 / iCT 220 / iCT250

** მომსახურე კომპანია ასევე უნდა შემოგვთავაზოს ე.წ „სერვის მენეჯერის“ მომსახურება, რომლის საშუალებით ბანკს საშუალება ექნება დაარეგისტრიროს პოსტემინალებთან დაკავშირებული დავალება და აკონტროლოს დავალების შესრულების პროცესი.

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.***

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა

** ამონაწერი კრედიტ ინფოდან

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 02 აპრილი 2021წ. (16:00- მდე)

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ლაშა შამუგია

ელექტრონული საბანკო მომსახურების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ: (+99532) 2202222 (1326)

E-mail: l.shamugia@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ: (+995 32) 2202222 (1578)

E-mail: tenders@procreditbank.ge