Eng

Tender

ტენდერი სათაო ოფისის სახურავზე დამატებითი კონსტრუქციის მოწყობაზე

გამოქვეყნდა : 2019-06-18 12:00:00 ბოლო ვადა: 2019-07-05 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

პროკრედიტ ბანკი - საქართველო აცხადებს ტენდერს: სათაო ოფისის სახურავზე დამატებითი კონსტრუქციის მოწყობაზე

ძირითადი მოთხოვნები:

პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის სახურავზე დამატებითი კონსტრუქციის მოწყობა თანდართული დოკუმენტების შესაბამისად.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

**ფასების ცხრილი

** სააპლიკაციო ფორმა;

** კონსტრუქციული პროექტი

** პროექტის ფოტო მონტაჟი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. მიმაგრებული ფაილი);

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

** ამონაწერი კრედიტ ინფოდან;

** კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი (ელ. ვერსია)

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
**
ტენდერის დასახელება;
**
მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზ არსებულ ტენდერების ყუთში

** ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)



შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 5 ივლისი 2019 წელი 16 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ლევან ხმიადაშვილი

ეკო ქვეგანყოფილება

.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+99532) 2202222 (1222)

E-mail: l.khmiadashvili@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:


რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

.. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge