Tender
ტენდერი სატესტო გარემოში მონაცემთა ბაზების (SQL Server) შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე
სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.
„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.
„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.
სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: სატესტო გარემოში მონაცემთა ბაზების (SQL Server) შიფრაციის პროგრამის შესყიდვაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
ბაზა : დასაშიფრი სენსიტიური მონაცემების ზომა ~ 500 გბ
განახლებულ ბაზებზე სენსიტიური ინფორმაციის შიფრაციის მაქსიმალური დრო - 1-2 საათი
მონაცემთა შიფრაციის ავტომატური სისტემა, მონიტორინგის საშუალება
დასაშიფრი ცხრილების მოცულობა 500 გიგაბაიტი (იშიფრება ცხრილებში ნაწილობრივი ველები)
ბანკი იყენებს SQL 2012 და windows server 2016
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
** სააპლიკაციო ფორმა;
** ფასების ცხრილი
დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილი);
** ხელმოწერილი ფასების ცხრილი; (იხ.თანდართულ ფაილი);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** MAF-ი
**ამონაწერი კრედიტ ინფოს ბაზიდან (შესაძლებელია ელექტრონული ვერსია )
** შემოთავაზებული პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები
გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;
**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.
სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში
ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).
შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 22 ივლისი 2022 წელი 16:00 საათამდე.
ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:
ფატიმა აქუბარდია
შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
E-mail: geo.tenders@procredit-group.com
ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ გთხოვთ მიმართოთ:
გიორგი ვარდანაშვილი
ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათავო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112 ტელ.: (+995 32) 2202222 (1832)