Eng

Tender

ტენდერი საფოსტო მომსახურებაზე

გამოქვეყნდა : 2018-02-07 11:00:00 ბოლო ვადა: 2018-02-21 18:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს “პროკრედიტ ბანკი” - აცხადებს ტენდერს: საფოსტო მომსახურებაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა;

** ტენდერის ძირითადი მოთხოვნები (სპეციფიკაცია)

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები თანდართული ცხრილის მიხედვით.***

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა

** CD დისკზე ჩაწერილი „ზონების ჩამონათვალი“ (გთხოვთ მოგვაწოდოთ მხოლოდ ელექტორონული ვერსი)

ტენდერის მოთხოვნები:

**სპეციფიკაცია (ამობეჭდილი ვერსია და CD -ზე ჩაწერილი სპეციფიკაცია და ზონებად გაყოფის ცხრილი) *** ანგარიშსწორების პირობები;

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 21 თებერვალი 2018 á წ. (18:00 საათამდე)

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში პროკრედიტ ბანკში

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ეკა ჩოხელი

კანცელარია/არქივის კოორდინატორი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1102)

E-mail: e.chokheli@procreditbank.ge


რუბენ კაზაროვი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”,
სათაო ოფისი, ალ.ყაზბეგის 21

ტელ.: (+995 32) 2202222 (1571)

E-mail: tenders@procreditbank.ge