Eng

Tender

ტენდერი საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის_სატრანსპორტო მომსახურებაზე

გამოქვეყნდა : 2022-09-15 10:00:00 ბოლო ვადა: 2022-09-29 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” განვითარებაზე ორიენტირებული კომერციული ბანკია, რომელიც საუკეთესო მომსახურებას სთავაზობს მცირე და საშუალო საწარმოებსა და ფიზიკურ პირებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გრძელვადიანი პარტნიორობა და საბანკო მომსახურების მიღება ელექტორნული სერვისების გამოყენებით.

„პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია.

„პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია აღმოსავლეთ ევროპის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსა და გერმანიაში. ჯგუფის დამფუძნებელია პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი - აცხადებს ტენდერს: საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის / სატრანსპორტო მომსახურებაზე

ძირითადი მოთხოვნები:

** ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბანკის საჭიროებიდან გამომდინარე, ვალდებული უზრუნველყოს ტვირთის (ავეჯი, ძირითადი საშუალებები, საარქივო დოკუმენტაცია) ტრანსპორტირება (მათ შორის კომპანიის მიერ მოყვანილი მუშა ხელით საშუალებით ტვირთის მანქანაში ატვირთვა / ჩამოტვირთვა )

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სააპლიკაციო ფორმა

** მოთხოვნების ცხრილი

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

** შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი თანდართული სპეციფიკაციის გათვალისწინებით

** ამონაწერი კრედიტ ინფოდან

*** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ..);

***ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მომსახურების ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება 2 წლით.

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
**
ტენდერის დასახელება;
**
მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

**გთხოვთ, მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და ბანკის პირველ სართულზ არსებულ მიმღებში დატოვოთ.


შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 29 სექტემბერი 2022 წელი 16:00 საათამდე

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:

ფატიმა აქუბარდია

შესყიდვების ქვეგანყოფილების სპეციალისტი

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)

E-mail: geo.tenders@procredit-group.com

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებთ

გთხოვთ მიმართოთ:

გიორგი ქაცარავა

ადმინისტრაციის ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1582)

E-mail: Giorgi.Katsarava@procredit-group.com