Eng

Tender

ტენდერი 2 ცალი სერვერის DL360/DL380 - G9 შესყიდვაზე

გამოქვეყნდა : 2019-02-19 17:30:00 ბოლო ვადა: 2019-02-27 16:00:00

სს “პროკრედიტ ბანკი” მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. „პროკრედიტ ბანკი“ საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. „პროკრედიტ ბანკი“ საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

სს პროკრედიტ ბანკი აცხადებს ტენდერს: 2 ცალი სერვერის ( DL360/DL380 –G9) შესყიდვაზე

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** სპეციფიკაცია:

** სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);

** შევსებული და ხელმოწერილი ფასების ცხრილი

** ანგარიშსწორების პირობები

** საგარანტიო პირობები

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;

** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ.ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება: შესყიდვების ქვეგანყოფილება
** წარწერა: ”კონფიდენციალურია”;

** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

** MAF-ი

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზგების გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

** ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, სს პროკრედიტ ბანკის საიტზე: http://www.procreditbank.ge/ge/tender გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება)



შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 27 თებერვალი 2019 წელი 16:00 საათამდე.

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

გიორგი დგებუაძე

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო

სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+99532) 2202222 (1840)

E-mail: g.dgebuadze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართოთ:


ნინო პირმისაშვილი

შესყიდვების ქვეგანყოფილება

ს.ს. ”პროკრედიტ ბანკი”, საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0112

ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)

E-mail: tenders@procreditbank.ge