Visa - Digital Wallet Campaign
![]() | ![]() |
აქციაში მონაწილეობენ:
აქციაში ავტომატურად ჩაერთვება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც არის პროკრედიტ ბანკის Visa ბარათის მფლობელი და სარეკლამო აქციის პერიოდში Apple Wallet ციფრული საფულის გამოყენებით, სავაჭრო და/ან მომსახურების ობიექტებში,Visa classic ბარათით განახორციელებს მინიმუმ 50 ლარის, ან Visa Business ბარათით მინიმუმ 100 ლარის ოდენობის საბარათე ტრანზაქციას POS ტერმინალებში.
აქციის გამარჯვებულები გახდებიან:
- პროკრედიტ ბანკის Visa classic ბარათის მფლობელი ის ფიზიკური პირები, რომლებიც Apple Wallet-ის ციფრული საფულის გამოყენებით განახორციელებენ მინიმუმ 50 ლარის ოდენობით ანგარიშწორებას პოს ტერმინალებზე და მოხვდებიან პირველ 250-ს შორის; მათ პროკრედიტ ბანკში გახსნილ მიმდინარე ანგარიშზე დაერიცხებათ cash-back-ი 25 ლარის ოდენობით.
- პროკრედიტ ბანკის Visa Business ბარათის მფლობელი ის იურიდიული პირები, რომლებიც Apple Wallet-ის ციფრული საფულის გამოყენებით განახორციელებენ მინიმუმ 100 ლარის ოდენობით ანგარიშსწორებას, პოს ტერმინალებზე და მოხვდებიან პირველ 250-ს შორის. მათ გადაეცემათ მოსაწვევი პროკრედიტ ბანკის და Visa-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.
აქციის ჩატარებისა და ტრანზაქციების პერიოდია 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.
სარეკლამო აქციის ფარგლებში გამარჯვებული გამოვლინდება ტრანზაქციის შესრულების შემდგომ, აღნიშნულის თაობაზე მომხმარებელისათვის გაგზავნილი შეტყობინებით.
სულ გამოვლინდება 500 გამარჯვებული, 250 ფიზიკური პირი და 250 იურიდიული პირი.
უცხოურ ვალუტაში განხორციელებული გადახდა დაითვლება ოპერაციის თარიღში (ამონაწერში ასახვის დრო) არსებული ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით.
აქციაში მონაწილეობის გაუქმება შესაძლებელია ინტერნეტ ბანკინგით შეტყობინების გამოგზავნის საფუძველზე ტექსტით „არ მსურს სარეკლამო აქციაში მონაწილეობის მიღება“.
აქციაში არ მონაწილეობს:
- ტრანზაქციები, რომელთა გაუქმება ან დაბრუნება მოხდება სარეკლამო აქციის პერიოდში;
- Visa classic/ Visa Business-ით Apple Wallet-ით შესრულებული მეორე და შემდგომი გადახდები;
- პოს ტერმინალით თანხის განაღდება და ონლაინ გადახდები;
- უნაღდო ოპერაციების ჩატარება ფულადი სახსრების გადარიცხვის გზით ბარათიდან ბარათზე;
- კომუნალური გადასახადებისათვის შესრულებული ტრანზაქციები;
- გადახდები აზარტული თამაშებისათვის/ლატარიისთვის და ნებისმიერი სხვა უკანონო ტრანზაქცია;
- ტრანზაქციები, რომელთა გაუქმება ან დაბრუნება შესაძლებელია, ხოლო ბანკი მიიღებს შესაბამის შეტყობინებას ამის შესახებ.
ბანკს ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია განსაზღვროს კამპანიის დამატებითი პირობები, ჩაანაცვლოს/ შეცვალოს საპრიზო ფონდი, საკუთარი შეხედულებისამებრ, რის შესახებ ინფორმაციას განათავსებს კამპანიის ვებ-გვერდზე: www.procreditbank.ge და/ან აცნობებს აქციის მონაწილეს ინტერნეტ ბანკინგით.
სარეკლამო აქციის ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაგვიკავშირდით: +995 32 220222


