ბარათები
პლასტიკური ბარათი წარმოადგენს ანგარიშსწორების მარტივ და მოსახერხებელ საშუალებას. პროკრედიტ ბანკის სადებეტო ბარათი საშუალებას გაძლევთ მუდმივად გქონდეთ წვდომა თქვენს საბანკო ანგარიშებზე და განკარგოთ მიმდინარე ანგარიშები სამივე ვალუტაში (ლარი, აშშ დოლარი, ევრო).
სადებეტო ბარათის უპირატესობები:
- მოსახერხებელი ანგარიშსწორება ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ ვალუტაში
- თანხის განაღდებისა და ანგარიშზე განთავსების შესაძლებლობა სამივე ვალუტაში
- ინტერნეტ შესყიდვები
პროკრედიტ ბანკი გთავაზობთ შემდეგი ტიპის ბარათებს:
- FlexCard
- ვიზა კლასიკი
- Pay Sticker
ზოგადი პირობები:
- სადებეტო ბარათზე შესაძლებელია მაქსიმუმ სამი ანგარიშის მიბმა.
- ბარათზე მიბმული მიმდინარე ანგარიშიდან ერთ-ერთი აუცილებელია განისაზღვროს ძირითად ანგარიშად, რომელსაც შეუზრუდავად გამოიყენებთ, როგორც პროკრედიტ ბანკის, ასევე სხვა ბანკის ბანკომატებიდან თანხის განაღდებისათვის, პოს ტერმინალით და ინტერნეტ შესყიდვებისათვის.
გთხოვთ გაითვალისწინოთ! პლასტიკური ბარათის დაბლოკვა - ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, ასევე, თუ პინ-კოდი, 3D კოდი და/ან ბარათის ზედაპირზე განთავსებული ინფორმაცია ცნობილი გახდა მესამე პირთათვის, გთხოვთ, დაბლოკოთ ბარათი ერთ-ერთი არხის საშუალებით:
- ინტერნეტ ბანკინგის ფუნქციით „პლასტიკური ბარათების დაბლოკვა“ მენიუდან „ჩემი ბარათები“
- ბანკის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული ბარათით მოსარგებლის/ბარათის მფლობელის მობილური ტელეფონის ნომრიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით ნომერზე 2022 (SMS ტექსტი: BLOCK და დასაბლოკი ბარათის ბოლო 4 ციფრი მაგ.: BLOCK1234, ხოლო ბარათის ბოლო 4 ციფრის გასაგებად გააგზავნეთ შეტყობინება ნომერზე 2022 SMS ტექსტით 14). ბანკი ბარათით მოსარგებლის/ბარათის მფლობელის იდენტიფიკაციას მოახდენს მობილური ტელეფონის ნომრით, რომელიც დაფიქსირებულია ბანკის მონაცემთა ბაზაში ბარათით მოსარგებლის/ბარათის მფლობელის ტელეფონის ნომრად.
- დაუკავშირდეთ ბანკის სატელეფონო მომსახურების ცენტრს 09:00 საათიდან 22:00 საათამდე .