FlexCard
FlexCard მასტერქარდ სადებეტო ბარათი თანხების მართვის საიმედო და მარტივი საშუალებაა.
აღნიშნული ბარათი გამოიყენება, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში:
- სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში ანგარიშსწორებისათვის
- ბანკომატიდან და ბანკის პოს-ტერმინალიდან თანხის განაღდებისათვის
- უნივერსალური ბანკომატით ანგარიშზე თანხის შეტანისათვის
- ინტერნეტ-გადახდებისთვის
FlexCard მასტერქარდ სადებეტო წარმოადგენს მასტერქარდის სისტემის უკონტაქტო სადებეტო ბარათს. უკონტაქტო ბარათი არის გადახდის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი გზა, რომელიც გიზოგავთ დროს და გიმარტივებთ სასურველი ნივთის შეძენას, რადგან შესყიდვას ახორციელებთ პირდაპირ ბარათის ტერმინალთან მიტანით.
მასტერქარდ სადებეტო უკონტაქტო ბარათის უპირატესობები:
- 50 ლარამდე შესყიდვის განხორციელბა - პინ-კოდის შეყვანის გარეშე
- პინ კოდის გარეშე შესყიდვების მაქსიმალური დღიური თანხა - 500 ლარი
შენიშვნა: პასიური ანგარიშის მფლობელი კლიენტებისთვის, FlexCard ბარათით შესაძლებელია მხოლოდ ბანკომატიდან თანხის განაღდება.